„როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, 2011 - 2024 წლებში ის ფარმაცევტულ კომპანია „ავერსი-ფარმაში“ მაღალ მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის გენერალურ დირექტორად.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელი 2022 წლის 5 აგვისტოს შემდეგ აღარ ჰყავდა, როცა თანამდებობა დატოვა ამირან გამყრელიძეს. საწყის ეტაპზე მოვალეობას მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებდა, შემდეგ კი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.