თურქეთის სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დამნაშავედ სცნო სიძულვილის წაქეზებაში, თუმცა მისი გათავისუფლება ბრძანა

3 weeks ago 8

თურქეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს ორ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საზოგადოებაში სიძულვილისა და მტრობის წაქეზებისთვის, თუმცა, უკვე მოხდილი სასჯელის გამო, მისი გათავისუფლების ბრძანება გასცა.

თურქეთის „გამარჯვების პარტიის“ ლიდერი უმით ოზდაგი იანვარში დააკავეს პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის შეურაცხყოფის ბრალდებით. საქმე შეეხებოდა კომენტარებს, რომლებიც მან მან პარტიის შეხვედრაზე გააკეთა.

ერთი დღის შემდეგ, ოზდაგი უკვე დააპატიმრეს და მიგრანტების მიმართ სიძულვილის წაქეზებაში დაადანაშაულეს. მას ბრალი წაუყენეს შარშან თურქეთის პროვინცია კაისერში სირიელი ლტოლვილების წინააღმდეგ გამართული არეულობების წაქეზებაში, რომლის დროსაც ასობით სახლსა და ბიზნესს დაესხნენ თავს.

ოზდაგი ღიად აკრიტიკებს თურქეთის ლტოლვილთა პოლიტიკას და მილიონობით სირიელი ლტოლვილის რეპატრიაციას ითხოვს.

სასამართლო პროცესის დროს ოზდაგმა აღიარა, რომ მხარს უჭერდა ლტოლვილების დაბრუნებას, მაგრამ კატეგორიულად უარყო, რომ მან მათ წინააღმდეგ ძალადობა წაახალისა. მან განაცხადა, რომ მისი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მისი გაჩუმებისკენ იყო მიმართული.

სასამართლომ მას ორი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა გათავისუფლების ბრძანება გასცა, რადგან დაადგინა, რომ მან უკვე მოიხადა სასჯელის საკმარისი ნაწილი.

სრულად წაკითხვა