იდეალური 10! - კვარაცხელიამ რეიტინგში ინტერის ვარსკვლავს გადაასწრო და მეორეა

2 months ago 37

დუბლი და საგოლე პასი WhoScored-მა ხვიჩა კვარაცხელიას 10.00 ქულით შეუფასა. ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როცა გამოცემა ფეხბურთელის თამაშს სრულყოფილი 10 ქულით აფასებს. 23 წლის ქართველის კარიერაში კი ეს სულაც პირველი შემთხვევაა. 

10-დან 10 ქულა კარიერაში პირველად მიიღო

ხვიჩას საშუალო შეფასება სეზონზე 7.40-დან 7.50-ზე გაიზარდა და ამით მან ინდივიდუალურ რეიტინგში მე-2 პოზიციაზე მყოფ ჰაკან ჩალჰანოღლუს გადაასწრო - ინტერის ვარსკვლავს ატალანტასთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში ტრავმის გამო არ უთამაშია. 

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები. WhoScored

1. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.76 (-0.01)
2. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.50 (+0.10)
3. ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი) – 7.45 (-)
4. მარკუს ტურამი (ინტერი) – 7.36 (-)
5. პაულო დიბალა (რომა) – 7.29 (+0.05)

ხვიჩამ საშუალოდ დარტყმების რაოდენობით დაიბრუნა პირველობა, რომელიც წინა ტურში ვლაჰოვიჩთან დაკარგა - 3.7; ის უკვე მერვეა მნიშვნელოვანი პასებით (1.8), როცა ამ მატჩამდე მე-13 ადგილზე იყო; კვლავ მეორეა წარმატებული დრიბლინგებით (2.9) და მასზე დაჯარიმებებით (2.5) საშუალოდ მატჩში. 

ევროპის TOP 5 ლიგების რეიტინგში კვარაცხელია 22-ე პოზიციიდან მე-14-ზე გადავიდა, რაც ამ სეზონში მისთვის საუკეთესო შედეგია. 

სრულად წაკითხვა