'იმედია, მხოლოდ სისხლჩაქცევაა' - ისმაელი ჩაკვეტაძის ტრავმაზე

2 months ago 44

ინგლისის ჩემპიონშიპში უოტფორდი შინ 1:2 დამარცხდა ქოვენთრი სიტისთან. ამ შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა ნახევარმცველმა ჯოშეკლსმა გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა მიაყენა. ეპიზოდი საკმაოდ სერიოზული ჩანდა. მართალია, ქართველი ფეხბურთელი დაბრუნდა ტაიმის ბოლომდე, მაგრამ შესვენებაზე ის მწვრთნელმა გამოცვალა. 

გთავაზობთ ვალერიენ ისმაელის პირველ კომენტარს ჩაკვეტაძის ტრავმაზე: "უნდა შემოწმდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ სისხლჩაქცევაა ფეხზე, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცით. მსაჯმა ბოდიში მოიხადა, ვერ დავინახეო. მას ძალიან სტკივა, თუმცა სიარული შეუძლია. მსაჯის საქმე ასეთი ფეხბურთელების დაცვაა. მან აღიარა, რომ ყვითელი ბარათი უნდა მიეცა. პრემიერლიგაში ამაზე გააძევებდნენ". 

მოკლედ, ინფორმაცია ჯერჯერობით, მწირია. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 12 დღეში საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან და გუნდს ისედაც აკლია ლიდერია - ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია აქვს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიპში 30 თამაშში 1 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. უოტფორდი კი 45 ქულით მე-13 პოზიციაზეა. 

სრულად წაკითხვა