იპონით 51 წამში! ლაშა ბექაურის ოქრო თბილისის გრანდ სლემზე

1 month ago 58
  • ლაშა ბექაურმა თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო
  • ფინალში მან აზერბაიჯანელი მეტოქე ადვილად დაამარცხა

ლაშა ბექაურმა თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა!

ოლიმპიურმა ჩემპიონმა შინაურ კედლებში მეტოქეებს არანაირი შანსი არ მისცა და ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი, აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, შემდეგ ამერიკელი ჯონ იაინი და რუმინელი ალექს ჩრეტი დაამარცხა. ნახევარფინალში ლაშამ ბერძენ თეოდოროს ცელიდისსაც აჯობა, ამგვარად ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევს გაეჯიბრა.

ფინალში ლაშა აბსოლუტური დომინანტი იყო და 51 წამში იპონით დაამარცხა მეტოქე. ბექაურმა თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.


საქართველოს მონაგარი ამ დროისთვის 3 ოქროს მედალია, რომლებიც ლაშა ბექაურმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს. დღეს, ფინალშია გურამ თუშიშვილი, ხოლო ბრინჯაოზე მიხეილ ჯაფარიძე და საბა ინანეიშვილი იჭიდავებენ.

სრულად წაკითხვა