მეოთხე დღეა გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება ისრაელსა და ირანს შორის. დღეს, 16 ივნისს გამთენიისას ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა.
ისრაელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 67 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანული ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა იყო ოთხ რიონში, მათ შორის თელ-ავივში. ენერგოკომპანია Israel Electric Corporation-ის ინფორმაციით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
აფეთქებები იყო ქალაქ ხაიფაშიც. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ირანის სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
ირანის მორიგ იერიშს წინ უძღოდა ისრაელის ავიადარტყმები ირანის აღმოსავლეთზე.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის იბიექტები, სადაც, ისრაელის მონაცემებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის.
პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.