ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის თანახმად, საუბარია ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე განსაზღვრულ ათ სამიზნეზე.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ ამ ცენტრებში ისრაელის საწინააღმდეგო ტერაქტები იგეგმებოდა ახლო აღმოსავლეთში ირანის რეჟიმის შუამავლების ჩართულობით. დარტყმის შედეგები უცნობია.
„ალ-ყუდსის“ დანიშნულება ირანის საზღვრებს გარეთ სპეციალური ოპერაციების ჩატარებაა.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.