ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის 35 ქალი და 10 ბავშვია

3 weeks ago 7

წაკითხვა: 1

ირანის ჯანდაცვის მინისტრმა, მოჰამედ-რეზა ზაფარგანდიმ, განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაახლოებით 1800 ირანელი დაშავდა.

მისივე ცნობით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის 35 ქალი და 10 ბავშვია

ზაფარგანდიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანზე 13 ივნისს საჰაერო დარტყმების დაწყების შემდეგ დაახლოებით 1800 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, დაიღუპა.

რაც შეეხება ჩრდილოეთ თეირანში, ქუდსის მოედანზე მომხდარ თავდასხმას, მან განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად 59 ადამიანი დაშავდა, 12 კი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მისი თქმით, დაღუპულთა შორის ორსული ქალია.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ირანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის 35 ქალი და 10 ბავშვია.

ამბავი მოწოდებულია ირანული საინფორმაციო სააგენტო “IRNA”-ს მიერ.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა