იურიდიულმა კომიტეტმა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

1 month ago 39
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტი, თანმხლებ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
როგორც კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, დნმ-ის ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება ექნებათ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო დნმ-ის მონაცემთა ბაზის მართვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს.
კანონპროექტის თანახმად, ბიოლოგიური ნიმუში გენეტიკური პროფილის შექმნისთანავე განადგურდება. რაც შეეხება გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებს, ის დიფერენცირებული იქნება ბიოლოგიური ნიმუშის სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიებისა და პირის ასაკის მიხედვით.
პროექტის გათვალისწინებით, გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით:
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის:
პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი გენეტიკური პროფილი გარდაცვალებიდან 10 წლის ვადით შეინახება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია კანონის 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედება, პენიტენციურ დაწესებულებებს კი ექნებათ ორწლიანი გარდამავალი ვადა, რომ არსებული მსჯავრდებულთა ბაზიდან მოახდინონ მონაცემების აღება.
სრულად წაკითხვა