კარიერის ბრძოლა! შონ ო'მალიმ მარლონ ვერას უშანსოდ მოუგო და ქამარი დაიცვა

2 months ago 26
  • შონ ო'მალიმ UFC 299-ზე მარლონ ვერასთან იჩხუბა
  • შონ ო'მალიმ მარლონ ვერას ხუთივე რაუნდში აჯობა

მაიამიში დიდი ჩხუბი შედგა! შონ ო'მალიმ მარლონ ვერას წინააღმდეგ იჩხუბა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. ჩხუბი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და ო'მალის უპირატესობით წარიმართა.

შონი ყველა რაუნდში დომინანტი იყო. პირველ სამ რაუნდში ჩხუბი პარტერში მხოლოდ ერთხელ გადავიდა და ო'მალიმ მეტოქეს უამრავი ძლიერი დარტყმა გაუტარა. ბრძოლის სცენარი არც მეოთხე და მეხუთე რაუნდებში შეცვლილა. მეოთხე რაუნდში მარლონ ვერამ მცირე წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მეხუთე რაუნდში ო'მალი ისევ შეუდარებელი იყო. მეტოქეს 20-ზე მეტი დარტყმა გაუტარა, ხუთივე რაუნდში ორჯერ მეტი ურტყა და ფანტასტიკურად იჩხუბა. ო'მალიმ მეტოქეს 186 დარტყმა გაუტარა.

შონს 7 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ო'მალიმ ქამარი დაიცვა და ახლა უკვე მომდევნო ჩხუბში მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირება მოუწევს.

სრულად წაკითხვა