მსახიობ კახი კავსაძის პირდაპირობა და გულწრფელობა ყოველთვის აღაფრთოვანებდა ქართულ საზოგადოებას. ქართველებზე მან მოკლე, მაგრამ საუკეთესო სიტყვა დაგვიტოვა:
“ქართველები ხომ ყველაზე მაგრები ვართ – რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ! ჩვენ რომ შეგვიძლია ერთმანეთის ჭამა, ისე არავის არ შეუძლია! ჩვენ საშუალო არაფერი არ ვიცით – ძმაკაცობა ვიცით ბოლომდე, ზიზღი ვიცით ბოლომდე, შური ვიცით ბოლომდე, ჰოდა, ამიტომ ვართ მაგრები!”