კვარა და სიტი? HITC: სკაუტი გაგზავნეს, აღფრთოვანებულები არიან

2 months ago 32
  • ინგლისური გამოცემა პრემიერლიგის გუნდების ინტერესზე წერს
  • HITC-ის ცნობით, სიტის ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა გაუჭირდება

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონის მეორე ნაწილში აშკარად მოუმატა და როგორც გასულ წელს, ამჯერადაც ნაპოლის ლიდერად იქცა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გოლების გატანაც დაიწყო და პრესაში მისი იტალიური გუნდიდან გადაბარგების შესახებ საუბარი აქტიურად დაიწყო.

უკვე დიდი ხანია მედიაში იწერება ინგლისური კლუბების მხრიდან ინტერესზე და ამ სიაში პრემიერლიგის არაერთი გრანდია. ცოტა ხნის წინ HITC Football-ის რეპორტიორმა, გრემ ბეილიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბარსელონასა და ნაპოლის შორის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას, რომელიც "ესტადიო მონტჟუიკზე" გაიმართა, მანჩესტერ სიტის სკაუტი სწორედ კვარაცხელიაზე დასაკვირვებლად ესწრებოდა და "ქალაქელები" ხვიჩათი აღფრთოვანებულები არიან.

ლამინე იამალი და ხვიჩა კვარაცხელია

HITC Football-ის ცნობით, მიუხედავად ბევრი შეთავაზებისა, ნაპოლი კვარაცხელიას შესანარჩუნებლად იბრძოლებს. როგორც ცნობილია, იტალიელები ზაფხულში, სავარაუდოდ, ვიქტორ ოსიმენს გაუშვებენ და შესაბამისად, არ სურთ ორივე ვარსკვლავის დაკარგვა.

ინგლისური გამოცემა ასევე წერს, რომ ქართველი ფეხბურთელის გაფორმებაზე ლივერპულსა და ნიუკასლშიც ფიქრობენ და ამ მხრივ სიტის სერიოზული კონკურენტები ჰყავს. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ, დიდი ალბათობით, მოჰამედ სალაჰი მერსისაიდულ კლუბს ზაფხულში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ნაპოლის ქართველი შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სრულად წაკითხვა