კვარათი სულ უფრო აღფრთოვანებულია – ლუის ენრიკემ ქართველი განსაკუთრებულად აქო

1 week ago 17

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პსჟ-მ ასტონ ვილა ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გოლი იმ დროს გაიტანა, როცა ანგარიში 1:1 იყო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

კვარას თამაში შეაფასა პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, რომელმაც ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ის ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია. მისი შეძენა 2023 წელს გვინდოდა, როცა მე აქ მოვედი. კვარა აერთიანებს რაც კლუბის პროექტშია: ახალგაზრდობას, ბურთთან ერთად ხარისხს, ბურთის გარეშე კარგ დაცვით უნარებს და ძალიან მაღალი დონის ფიზიკურ ფორმას.

მას ძლიერი მენტალიტეტი და გამოცდილება აქვს. საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო, შეიძლებოდა, ის ლივერპულთან მატჩშიც მიეღო”, – აღნიშნა ესპანელმა კვარას შესახებ.

წყარო: betsson

სრულად წაკითხვა