კიევზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო, არის მსხვერპლი

15 hours ago 1

უკრაინის დედაქალაქ კიევში მსხვერპლი და ხანძრები მოჰყვა რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევას, რომელიც 6 ივნისს, შუაღამის შემდეგ დაიწყო.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დილის 7 საათისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 1 და დაშავდა 20 ადამიანი. მათგან 16-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სოლომენსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა 16-სართულიანი სახლის მე-11 სართულზე. მაშველებმა 3 ადამიანი გადაარჩინეს. გოლოსეევსკის რაიონში დაზიანებულია სასწავლო დაწესებულების შენობა და ხანძარი გაუჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს. ადმინისტრაცია კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს.

დნეპრის რაიონში განადგურებულია ავტოგასამართი სადგური. ხანძრები იყო კიევის რამდენიმე რაიონის არასაცხოვრებელ ზონებშიც. მეტროს ლიანდაგია დაზიანებული სადგურებს დარნიცასა და ლევობერეჟნაიას შორის.

კიევის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის გამო კიევში გამოცხადებული საჰაერო განგაში ოთხს საათზე მეტხანს გაგრძელდა. განგაშის დროს მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

სრულად წაკითხვა