კიევმა 13 ირანული დრონიდან, 10 ჩამოაგდო. მოსკოვი 18 უკრაინული რაკეტის ჩამოგდებაზე იუწყება

1 month ago 17

27 მარტი, 2024 წ. — 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ 27 მარტს, რუსეთის ძალებმა, ბელგოროდის რეგიონთან მიახლოებული 18 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო.

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა და შენობები დაზიანდა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ამ განცხადებების შესახებ, კომენტარი არ გაუკეტებია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. კიევი მსგავს ბრალდებებს უმეტესად არც უარყოფს და არც ადასტურებს.

კიევმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ 27 მარტს, რუსეთის მიერ, უკრაინის მიმართულებით გაშვებული 13 ირანული „შაჰედის“ დრონიდან, 10 ჩამოაგდო. რუსეთის კურსკის რეგიონიდან გაშვებული დრონების სამიზნე, უკრაინაში ხარკივის, კიევისა და სუმის რაიონები იყო.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთის მიერ გაშვებული დრონების ჩამოსაგდებად, მათ საზენიტო რაკეტებისა და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობის ერთობლიობა გამოიყენეს.

„საჰაერო სარაკეტო დანაყოფები, მობილური სახანძრო ჯგუფები, ელექტრონული საომარი აღჭურვილობა... მონაწილეობდნენ საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში“, - თქვა მიკოლა ოლეშჩუკმა, უკრაინის საჰაერო ძალების უფროსმა.

სრულად წაკითხვა