მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას კონკრეტული კატეგორიის აბიტურიენტებთა მიმართებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება “ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
“საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ გაუკუღმართებული რეფორმის გამო სახელმწიფომ გარეთ დaტოვა.
ვულოცავ ყველა აბიტურიენტს!
განათლების სისტემამ კი საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა.
ვულოცავ საზოგადოებას ამ გამარვებას!” – წერს ნიკა გვარამია.
paraleli პოლიტიკა