კომუნიკაციების კომისიამ„მთავარ არხს“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

1 month ago 13
მთავარი არხი

კომუნიკაციების კომისიამ 11 სექტემბერს დააკმაყოფილა „მთავარი არხის“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების” საჩივარი და მმართველი პარტიის პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

რეკლამის განუთავსებლობის მიზეზად „მთავარმა არხმა”ის დაასახელა, რომ აღნიშნული რეკლამის განთავსება, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას.

არხმა კონკრეტულად მიუთითა ვიდეოდან ორ კადრზე: ერთ კადრში სსო-ების წარმომადგენლები შავ ფერში არიან გამოსახული, რომლებზეც წითლად არის დაწერილი სიტყვები: „არა! მორალურ დეგრადაციას“ (კადრი 1); მეორე კადრში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე შავად არიან გამოსახული სისხლის ლაქებით და ისევ წითელი წარწერით: „არა! ბნელ წარსულს“ (კადრი 2).

კომუნიკაციების კომისიის თქმით, დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში „არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ“. „საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას“, – განაცხადა კომისიამ. „შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებელი ვალდებული იყო ის ეთერში განეთავსებინა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა