რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთს არ აქვს განზრახვა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში შეხების ხაზზე ფრონტზე და პირობას დებს, რომ „გაამკაცრებს ომის წარმოების მეთოდებს“.
ლავროვმა ეს თქვა პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „ВГТРК“-თან ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე.
„ჩვენ მათ დონეზე არ დავეშვებით, მაგრამ ჩვენს მეთოდებს გაცილებით უფრო გავამკაცრებთ, რათა გავანადგუროთ ყველაფერი, რაც კიევის საომარ მანქანას კვებავს დასავლეთიდან. და ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ. ისინი უკვე იწყებენ წუწუნს“ - ამბობს ლავროვი ინტერვიუში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, შემთხვევითი არ არის, რომ საერთო სივრციდან სულ უფრო მეტი ხმა მოითხოვს დაუყოვნებლივ გაჩერებას. ასე არ გამოვა. ეს მაშინ მოხდება, როცა "გრძელვადიანი, საიმედო და მდგრადი მოგვარება მოხდება".
“ახლა თუ მოულოდნელად ფრონტზე შეხების ხაზზე გავჩერდებით, ჩვენ არსებითად, დავუშვებთ იმას, რომ ხაზი გადაესვას ჩვენი პრაპების და დიდი პაპების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს. ეს წარმოუდგენელია.
ლავროვმა, ამასთანავე, აღიარა, რომ რუსეთის ფედერაციაში ხალხი იტანჯება, „იღუპება ტერორისტული თავდასხმებისგან“, მაგრამ საუბარია „პასუხისმგებლობაზე რუსული სახელმწიფოს ათასწლიანი ისტორიის წინაშე“.
radiotavisupleba ახალი ამბები