ლავროვს ერევანში საპროტესტო აქციით დახვდნენ

1 week ago 7

ერევანში საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრა.

ლავროვი ერევანში 20 მაისს, საღამოს ჩავიდა, მირზოიანს კი დღეს, 21 მაისს შეხვდა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს პარტიების, „რესპუბლიკისთვის“ და „ევროპული პარტიის“ ლიდერებმა და უფლებადამცველებმა.

მათ თან ჰქონდათ სომხეთის და ევროკავშირის დროშები და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ფოტოები, წარწერით: „მკვლელები“.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოსთხოვა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე ტროტუარზე გადასვლა, რასაც ისინი არ დასთანხმდნენ

ერევანში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა

ერევანში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა
სრულად წაკითხვა