"ლაკაზეტი უნდა დავასვანოთ, მიქაუტაძეს ეს არ ეკუთვნის" - რას წერენ ფრანგი ფანები "მონპელიესთან" მატჩის შემდეგ

4 weeks ago 8

ლიგა 1-ის მე-20 ტურში "ლიონმა" "მონპელიე" ბოლო წუთებზე გატანილი ერთდაერთი ავტოგოლით დაამარცხა.

ჟორჟმა ცოტა სათამაშო დრო მიიღო, ის მინდორზე 76-ე წუთზე გამოჩნდა, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ქართველი მშვენიერ ფორმაშია.

როგორც ჩანს, პიერ საჟი ჯერ-ჯერობით კვლავ გამოცდილ ალექსანდრ ლაკაზეტს ენდობა.

სასტარტო შემადგენლობის გასაჯაროვების შემდეგ "ლიონის" ფეისბუქ გვერდზე ფრანგი ფანების კომენტარები დაიწერა.

ისინი მიქაუტაძეს ითხოვნდნენ:

"მწვრთნელი ჯიუტდება და სათადარიგოთა სკამზე მიქაუტაძე ჰყავს, რომელიც აშკარად საუკეთესო მოთამაშეა";

"ვერ ვიჯერებ ამ შემადგენლობას - მიქაუტაძე, ჩერკი და ტოლისო - საუკეთსოები არ არიან";

"ლიგის თასის შესაფერისი გუნდით გავედით";

"მეფე გიორგის ეს არ შეეფერება, საჟ, რას აკეთებ!";

"ლაკაზეტი უნდა დავასვენოთ, სანამ მიქაუტაძე ფორმაშია";

"ჩერკი და მიქაუტაძე რატომ არ არიან, წასვლას აპირებენ?";

მიუხედავად ამისა, მატჩის შემდეგ სასიამოვნო ფაქტის დაფიქსირდა.

გიორგის ამ თამაშს ვილი სანიოლის ასისტენტი და ჟორჟის კარგი მეგობარი ადელ შედლი დაესწრო.

სრულად წაკითხვა