მაკრონი ევროპის თავდაცვის გაძლიერებასა და ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრობს

1 week ago 9

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ხუთშაბათს, უფრო ძლიერი და უფრო ინტეგრირებული ევროპული თავდაცვის მოწოდებით გამოვიდა. პარიზის სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას მან თქვა, რომ კონტინენტი არ უნდა გახდეს შეერთებული შტატების ვასალი.

"არსებობს რისკი, რომ ჩვენი ევროპა შეიძლება მოკვდეს. ჩვენ არ ვართ აღჭურვილი რისკების დასაძლევად", - თქვა მაკრონმა.

46 წლის მაკრონს მეორე და ბოლო ვადის დასრულებამდე სამი წელი აქვს დარჩენილი. გამოსვლაში, რომელიც თითქმის ორ საათს გაგრძელდა, მან თქვა რომ სამხედრო, ეკონომიკური და სხვა ზეწოლა საფრთხეს უქმნის ევროპის სიძლიერეს და ერთიანობას.

“რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, უკრაინაში გაიმარჯვოს”, თქვა მან და ევროპის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების, ბრიტანეთთან, ბრექსიტის შემდგომ, მჭიდრო თავდაცვის კავშირების განმტკიცების და მაღალი რანგის სამხედრო პერსონალის მოსამზადებლად, ევროპული აკადემიის შექმნის მოწოდება გააკეთა.

ევროპელებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ევროპული სამხედრო ტექნიკის შეძენას, თქვა მან. “ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მეტი, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ უფრო სწრაფად და ჩვენ უნდა ვაწარმოოთ როგორც ევროპელებმა“, - თქვა მაკრონმა.

გამოსვლას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირში, საფრთანგეთის მთავარი პარტნიორის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისგან.

"საფრანგეთს და გერმანიას სურთ ევროპა ძლიერი იყოს", - თქვა შოლცმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. "[მაკრონის] გამოსვლა მოიცავს კარგ იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ამას მივაღწიოთ”, - დასძინა მან

მაკრონი დიდი ხანია ევროპას „სტრატეგიული ავტონომიისკენ“ მოუწოდებს, რაც გულისხმობს შეერთებულ შტატებზე ნაკლებ დამოკიდებულებას.

ევროპამ „უნდა აჩვენოს, რომ ის არ არის შეერთებული შტატების ვასალი და რომ მან ასევე იცის, როგორ ისაუბროს მსოფლიოს ყველა სხვა რეგიონთან“, - თქვა მაკრონმა.

ევროკავშირის ბევრი ოფიციალური პირი თვლის, რომ ამერიკის სამხედრო ქოლგის მიღმა, კონტინენტისთვის, სხვა სანდო ალტერნატივა არ არსებობს.

სრულად წაკითხვა