წაკითხვა: 1
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კანადაში გამართულ G7-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლა ცოტა ხნის წინ გამართა.
„როიტერისა“ და „AFP“-ის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მაკრონმა თქვა, რომ ირანში რეჟიმის სამხედრო გზით შეცვლა დიდი შეცდომა იქნება.
მისივე თქმით, რეჟიმის შეცვლა „ქაოსს“ მოიტანს და მიაჩნია, რომ ერები ირანის ბირთვული პროგრამის განსახილველად მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ.
„მე მჯერა, რომ ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები, რათა ყველა ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდეს“, – ამბობს მაკრონი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს