მამარდაშვილი TOP 5-ის სიმბოლურში, ზივზივაძის 9.5 - ლეგიონის საუკეთესო ტრიო

2 months ago 34

6 ერთმანეთზე უკეთესი "სეივი", აღებული თერთმეტმეტრიანი და მაინც მარცხი დერბიში ვილიარეალთან - ასეთი იყო გიორგი მამარდაშვილის ბოლო საკლუბო მატჩში ეროვნულ გუნდში გამომგზავრებამდე. წაგების მიუხედავად, WhoScored-მა (როგორც ლა ლიგამ ოფიციალურად) ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა 8.50 შეფასებით. აღსანიშნავია, რომ 8 და მეტი ქულა გიორგიმ ამ სეზონში პირველად მიიღო.

გიორგიმ ვილიარეალთან მატჩში პენალტიც მოიგერია

ქართველი გოლკიპერი, რა თქმა უნდა, ლა ლიგის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ვალვერდესთან, ლევანდოვსკისთან, ვინისიუსთან და სხვებთან ერთად. ის აქ ვალენსიას ერთადერთი წარმომადგენელია. 

მეტიც, მამარდაშვილი WhoScored-ის ევროპის TOP 5 ლიგების ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. 

ქართველი ლეგიონერების უქმეები

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ მილანში ჩემპიონატის ლიდერ ინტერს ქულები დააკარგვინა - 1:1. ხვიჩამ ამ თამაშში საშუალოზე მაღალი შეფასება 6.94 მიიღო (1 მნიშვნელოვანი პასი, 1 დარტყმა კარში, 2 წარმატებული დრიბლინგი, მასზე 4-ჯერ დაჯარიმდნენ). 

საბამ ამერიკაში გაიტანა

ძალიან მაღალი შეფასება მიიღო MLS-ში მოთამაშე საბა ლობჟანიძემ, რომელმაც ატლანტას პირველი გოლი გაიტანა. საბას ანგარიშზე 3 მნიშვნელოვანი პასი და 2 წარმატებული დრიბლინგია. შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა ლობჟანიძე პლეი ოფის თამაშებისთვის საკმაოდ უცნაური მიზეზით არ მიიწვია (აშშ შორიაო). 

II ბუნდესლიგის ტურის სიმბოლური ნაკრები

მამარდაშვილის და ლობჟანიძის წარმატებული თამაში აღვნიშნეთ, თუმცა იმ ლიგებიდან, რომელთაც WhoScored დეტალურად აშუქებს, ყველაზე მაღალი შეფასება ბუდუ ზივზივაძემ მიიღო, რომელმაც II ბუნდესლიგაში დუბლი და საგოლე პასი მიითვალა (სეზონში უკვე 10 გოლი აქვს). ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა 9.50 შეფასებით. ბუნებრივია, ბუდუ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ქართველთა შეფასებები. WhoScored

ბუდუ ზივზივაძე - 9.50
გიორგი მამარდაშვილი - 8.50
საბა ლობჟანიძე - 8.22
ხვიჩა კვარაცხელია - 6.94
გიორგი ჩაკვეტაძე - 6.43
საბა საზონოვი - 6.38
გიორგი მიქაუტაძე - 6.06

ეს ტურის სიმბოლური ნაკრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა ინდივიდუალურ რეიტინგში ლიდერ ლაუტარო მარტინესს კიდევ მიუახლოვა - არგენტინელს ნაპოლისთან მატჩში ნაკლები შეფასება ჰქონდა - 6.76. 

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები. WhoScored

1. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.68 (-0.04)
2. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.51 (-0.03)
3. ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი) – 7.41 (-0.01)
4. მარკუს ტურამი (ინტერი) – 7.30 (+0.01)
5. პაულო დიბალა (რომა) – 7.30 (-)

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები. WhoScored

1. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 7.87 (+0.01)
2. ვიკტორ ბონიფასე (ლევერკუზენი) – 7.81 (-)
3. ლეროი სანე (ბაიერნი) – 7.81 (-0.03)
4. სერჰუ გირასი (შტუტგარტი) – 7.80 (+0.04)
5. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) – 7.79 (+0.06)
...14. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.51 (-0.03)

სრულად წაკითხვა