მამარდაშვილი ან რამსდეილი - სატრანსფერო ექსპერტი ნიუკასლის ინტერესზე

1 month ago 19
  • გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ორი მეკარით არის დაინტერესებული
  • ვალენსიაში გიორგის წასვლას ელიან, რამსდეილი კი არსენალის სათადარიგო მეკარედ იქცა

გიორგი მამარდაშვილი კარიერაში ყველაზე გამორჩეულ სეზონს ატარებს. გარდა იმისა, რომ ქართველმა მეკარემ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში მთავარი როლი ითამაშა, ის ვალენსიაშიც ერთ-ერთი საუკეთესოა და დიდი ალბათობით, ზაფხულში ესპანურ გუნდს დატოვებს.

პრესაში გიორგის სხვადასხვა გუნდს უკავშირებენ, თუმცა, ძირითადად საუბარია პრემიერლიგაზე. ბოლო დროს არაერთი გამოცემა აღნიშნავდა, რომ ნიუკასლი ახალი კიპერის ძიებაშია და სიაში ერთ-ერთი სწორედ მამარდაშვილია.

ქომაგები გიორგის შესაძლო წასვლის გამო ღელავენ

ცოტა ხნის წინ, თურქმა სატრანსფერო ექსპერტმა, ეკრემ კონურმა, რომელიც ESPN-ში, Goal-ში ,TNT Sports-სა და World Soccer Digest-ში მუშაობს, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ინგლისელები აარონ რამსდეილითა და გიორგი მამარდაშვილით არიან დაინტერესებულები, შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ არჩევანს ამ ორ მეკარეს შორის გააკეთებენ.

ეპსანურ მედიაში ხშირად აღნიშნავენ, რომ ვალენსიას ქომაგები ამ საკითხთან დაკავშირებით ღელავენ, რადგან არ სურთ, რომ ახალგაზრდა მეკარე დაკარგონ, რომელმაც ისინი არაერთ შეხვედრაში გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, გიორგის გაყიდვა კლუბს ფინანსურად აწყობს.

რაც შეეხება რამსდეილს, ინგლისელი მეკარე დავიდ რაიას არსენალში გადასვლის შემდეგ, "მეთოფეების" სათადარიგო მეკარედ იქცა, რის გამოც, დიდია ალბათობა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა კლუბში გადავიდეს.

💣 #NUFC ⚫ 🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿🇬🇪
Newcastle United have been linked with Arsenal's 25-year-old goalkeeper Aaron Ramsdale and Valencia CF's 23-year-old Georgia goalkeeper Giorgi Mamardashvili. pic.twitter.com/46DSGbVsqU

— Ekrem KONUR (@Ekremkonur) April 2, 2024
სრულად წაკითხვა