მამაჩემს ყველაზე მეტად სტკივა გული…“ – რას ამბობს ცოტნე ივანიშვილი?

6 hours ago 2

ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მონაწილებს.

მსვლელობისას მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ძალადობრივ კადრებს როდესაც ვხედავ, გული მტკივა და თავისთავად თანავუგრძნობ მათ…

აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, თქვენ რაზეც მეკითხებით, მათ განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები. თვითონ მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები. როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია, ქვეყანაში იყოს სამართალი“, – განაცხადა მან.

სრულად წაკითხვა