მატჩის MVP  და მეოთხე სეზონში - დავითაშვილის გოლს ზღაპრული უწოდეს

1 month ago 24

webgirondins.com-ის გამოკითხვაში ზურიკო დავითაშვილი პარიზთან მატჩის (3:3) საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ ამ თამაშში ზურიკომ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. განსაკუთრებით ლამაზი გოლი გამოუვიდა, რაც ლიგა 2-ის ოფიციალურმა საიტმაც აღნიშნა. "ზურიკო დავითაშვილის ზღაპრული გოლი" - ასე მოიხსენიეს ქართველის გოლი ლიგა 2-ის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში. 

გამოკითხვაში 1 400-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ზურიკომ კი ხმების 58%-ით მოიგო. და ბევრად გაუსწრო ესპანელ დიასს (29%). დავითაშვილს რეალურად მეტი კონკურენტი არც ჰყოლია. 

სეზონის საერთო ჩათვლაში ზურიკოს 5 ქულა დაემატა და ახლა 36 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. მის წინ მხოლოდ ჯონსონი (63 ქულა), დიასი (62) და იგნატენკო (59) არიან. ზუსტად 36 ქულა აქვს სტრაჩეკსაც. 

ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერაც საგოლე პასი გააკეთა. ბორდო 38 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზეა, 6 აპრილს კი, გასვლაზე კაენს ეთამაშება.

სრულად წაკითხვა