„მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ნანუკამ და გიგი უგულავამ…“ – რას წერს ბაია გადაბაძე?

6 hours ago 3

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ვიკა ბუ­კი­ას გა­და­ცე­მა­ში “ფილტრის გა­რე­შე” ბევრ თე­მა­ზე ისა­უბ­რა, მათ შო­რის მოჰ­ყვა, რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნეს სიკ­ვდილს იმ­ჟა­მად ტე­ლე­კომ­პა­ნია “მა­ესტროს” თა­ნამ­შრო­მე­ლი ბაია გა­და­ბა­ძე. ამ თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა ბაია და წერს:

„ვნა­ხე ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ინ­ტერ­ვიუ ვიკა ბუ­კი­ას­თან, თუ ოდეს­მე ვინ­მეს ეჭვი შეჰ­პარ­ვია, აკე­თებ­და თუ არა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი კე­თილს საქ­მე­ებს 2012 წლამ­დე, მათ მინ­და ვუ­თხრა, რომ კი, აკე­თებ­და!

მე ვარ ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ნა­ნუ­კამ პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით სი­ცო­ცხლე აჩუ­ქა, მან და გიგი უგუ­ლა­ვამ. იქ კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რის­თვი­საც უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ . ამ ადა­მი­ა­ნებს შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და გა­მოვ­ყო გი­ორ­გი ისა­კა­ძე, რო­მელ­საც იმ დროს არ ვიც­ნობ­დი, ისე­ვე რო­გორც ნა­ნუ­კას, გი­გის და კი­დევ ბევრ სხვას.

მე მა­შინ ვი­ყა­ვი ტე­ლე­კომ­პა­ნია “მა­ესტროს” პრო­დი­უ­სე­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”. ზო­გა­დად, ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან” იდე­ო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ბრძო­ლა­ში გა­ვა­ტა­რე. ფი­ზი­კურ­ში ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ვი­საც ახლა არ ახ­სოვს და, ზო­გა­დად, მახ­სოვ­რო­ბის პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად დგას ქვე­ყა­ნა­ში, 2009 წლის 25 მა­ისს, ღა­მის 3 სა­ათ­ზე ბომ­ბი ის­რო­ლეს “მა­ესტროს” კარ­თან და მე ვი­დე­ქი იმ კა­რის უკან. მა­შინ ღმერ­თმა გა­და­მარ­ჩი­ნა. მე­ო­რე­ჯე­რაც გა­დავ­რჩი, იმა­ვე წლის 25 ივ­ნისს გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­მე­წყო პე­რი­ტო­ნი­ტი. გა­დარ­ჩე­ნის შან­სი იყო ძა­ლი­ან მცი­რე, მაგ­რამ ღმერ­თმა მა­ში­ნაც გა­და­წყვი­ტა, რომ უნდა მე­ცო­ცხლა და გა­მო­მიგ­ზავ­ნა ჩემი მე­გობ­რე­ბი, ნა­ნუ­კა, გიგი, გი­ორ­გი.

ჩემი გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ნა­თია გამ­ცემ­ლი­ძე და რომ არა მისი თავ­და­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნებს ვერც გა­ე­გოთ, რომ შვე­ლა მჭირ­დე­ბო­და. ნა­თია ჩემ­თვის არა­ვის ცო­ლის­და არ არის, არც მა­შინ ყო­ფი­ლა. ნა­თია უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის ადა­მი­ა­ნია და ჩემი მე­გო­ბა­რი, რომ­ლი­თაც ვა­მა­ყობ და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მყავს.ამ ხალ­ხთან ერ­თად, უსა­მარ­თლო­ბა იქ­ნე­ბა არ ვახ­სე­ნო – გია და ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ასე­ვე ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რაც შე­ეძ­ლოთ და არ შე­ეძ­ლოთ ჩემს გა­და­სარ­ჩე­ნად.

რომ და­ვუბ­რუნ­დეთ მთა­ვარ თე­მას, რა­ტომ აღ­ვნიშ­ნე, რომ ბომ­ბი შე­მო­მიგ­დეს?! ამით მინ­დო­და ხაზი გა­მეს­ვა და­პი­რის­პი­რე­ბის მას­შტა­ბის­თვის. ნა­ნუ­კამ და გიგი უგუ­ლა­ვამ მე მა­ჩუ­ქეს სი­ცო­ცხლე პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით და არა­სო­დეს, არა­სო­დეს არ მი­უ­ნიშ­ნე­ბი­ათ, რომ მხა­რი და­მე­ჭი­რა “ნაც. მოძ­რა­ო­ბის­თვის” ან რა­ი­მე ირი­ბად მა­ინც მეთ­ქვა კარ­გი მათ­ზე, პარ­ტი­ა­ზე ან ვინ­მე­ზე… ვინც ამ პოსტს წა­ი­კი­თხავს მათ შო­რის ისე­თე­ბიც იქ­ნე­ბი­ან, ვინც იტყვის, რომ ამ ნა­ბი­ჯით მათ ისე­დაც და­ი­წე­რეს ქუ­ლე­ბიო – ეს ჩემ­თვი­საც პი­რა­დად ბევ­რს უთ­ქვამს. მე ასე ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ, მაგ­რამ თუ მა­ინც ასე იყო და ვცდე­ბი, ღმერ­თმა ყვე­ლა ქულა შე­არ­გოს და გა­უ­ორ­მა­გოს, რად­გან პი­რა­დად ვე­რაფ­რით გა­და­ვუ­ხა­დე სა­მა­გი­ე­რო და იმე­დია, არც არა­სო­დეს დას­ჭირ­დე­ბათ. ნე­ტავ ყვე­ლამ ჩა­ი­წე­როს ბევ­რი ქულა და აკე­თოს სი­კე­თე.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ნუ­კას, მას მერე რაც გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი, დავ­მე­გობ­რდით. მას ძა­ლი­ან ბევ­რი სი­კე­თე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მათ შო­რის 2012 წლამ­დე ჩემს თვალ­წინ და მის­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, უსა­ზღვროდ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია.

სა­მარ­თლი­ა­ნად ჩათ­ვა­ლე, ჩემო ნა­ნუ­კა, რომ ჩემი მხარ­და­ჭე­რის მო­ლო­დი­ნი გქონ­და, რა­მაც და­იგ­ვი­ა­ნა. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ! მხარ­და­ჭე­რას შეხ­სე­ნე­ბა არ უნდა სჭირ­დე­ბო­დეს, მაგ­რამ ყვე­ლას გვეშ­ლე­ბა. ალ­ბათ, ად­რეც შემ­შლია და არ გა­მოვ­რი­ცხავ, მო­მა­ვალ­შიც შე­მე­შა­ლოს, თუმ­ცა, აღი­ა­რე­ბაც არ მი­ჭირს.

სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურ­და. თუმ­ცა , ყვე­ლა­ფე­რი ვერ ჩა­ვა­ტიე, ვერც ყვე­ლა ვახ­სე­ნე, მაგ­რამ ეს პოს­ტი ნა­ნუ­კა­ზეა!

მად­ლო­ბე­ლი ვარ შენი და ჩემი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა და მხარ­და­ჭე­რა შენ ამ რთულ დროს!

პ.ს. ამ პოსტს კო­მენ­ტა­რებს ვუ­თი­შავ – არ მინ­და ჩემი სივ­რცე გახ­დეს ბრძო­ლის და ლან­ძღვის ველი, რაც ასე გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ში. ამას ჩემს გა­რე­შეც შეძ­ლებთ”.

სრულად წაკითხვა