NOAA-ს მონაცემებით, GOES-19 კოსმოსურმა აპარატმა რამდენიმე დღის წინ მზეზე წარმოუდგენლად დიდი ამოფრქვევა დააფიქსირა. კადრები გადაღებულია Solar Ultraviolet Imager-ით, რომელიც მზეს ექსტრემალურ ულტრაიისფერ სპექტრში აკვირდება.
ამოფრქვევა 7 მაისს, დილის 6:30-დან 9:50-მდე, აღმოსავლეთის დროით დაფიქსირდა. მეცნიერების თქმით, მზის ზედაპირზე გამოჩნდნენ ე.წ. “ძაფები”, შედარებით გრილი და მკვრივი პლაზმის ლენტები, რომლებიც მზის მაგნიტური ველების მეშვეობით ჰაერში “ეკიდებიან”.
სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ ეს ამოფრქვევა დედამიწის საპირისპირო მიმართულებით მოხდა და შესაბამისად, ჩვენს პლანეტაზე პირდაპირი ზეგავლენა არ ექნება. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები, მათ შორის NOAA-ს კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის წარმომადგენელი სარა ჰაუსილი, მაინც ყურადღებით აკვირდება მზის აქტივობას.
როგორც ჰაუსილი აღნიშნავს, მზე კვლავ გვაჩვენებს, რომ აქტივობის პოტენციალი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. სინოპტიკოსების თქმით, მიმდინარე კვირაში მზის დაკვირვება გაგრძელდება, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს შესაძლო კოსმოსური ამინდის ცვლილებების შეფასება.