მიქაუტაძე: ლიგა 1-ში მეცის დასატოვებლად ყველაფერი უნდა გავაკეთო

2 months ago 62

საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში მეცმა კლერმონი გიორგი მიქაუტაძის გოლით დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო ზედიზედ ორი თამაში.

ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ლიგა 1-ში მეცის დასატოვებლად:

"ნანტთან მატჩის შემდეგ გვინდოდა კარგი სერია გაგვერძელებინა. ამიტომ ყველანი ბედნიერები ვართ, მაგრამ ვიცით, რომ ამით არაფერი მთავრდება, წინ მძიმე მატჩები გველოდა. თუ აქ დავბრუნდი, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთო ლიგა 1-ში მეცის დასატოვებლად", - თქვა მიქაუტაძემ.

აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ ჟორჟს სპეციალური ჯილდო გადასცეს, როგორც თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელს მეცის შემადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ მეცმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ 2 თამაში პირველად მოიგო, რის შედეგადაც 23 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში დაპირისპირება კი 17 მარტს, სტუმრად რეიმსთან მოუწევს.

გიორგი მიქაუტაძემ გოლი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, მთლიანობაში მას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 11 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.

სრულად წაკითხვა