'მოდი, ასე მოვიქცეთ' - ბორჯღალოსნებს უელსის ნაკრებთან თამაში სურთ

1 month ago 50
  • 'დიდი პატივით გიწვევთ შემოდგომის ტესტ-მატჩზე თბილისში'
  • საქართველოს რაგბის კავშირის მიმართვა უელსელებს

საქართველოს სარაგბო ნაკრები მზად არის შემოდგომის ტესტების დროს უელსის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლოს, შემდეგ კი, საპასუხო მატჩის ჩასატარებლად კარდიფში ესტუმროს. საქართველოს რაგბის კავშირმა შესაბამისი მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

"რაგბი ევროპისა და ექვსი ერის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნები დიდი პატივით გიწვევთ უელსს შემოდგომის ტესტ-მატჩზე თბილისში! რამდენიმე დაუვიწყარი და საინტერესო თამაში გვქონია, რამაც ჩვენს ორ, უზომოდ ამაყ სარაგბო ერს, მორაგბეებსა და ქომაგებს შორის საოცარი ურთიერთობები ჩამოაყალიბა! ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ უელსელ დრაკონებს თბილისში და შემდეგ, გეწვიოთ კარდიფში, საპასუხო თამაშზე. როგორც უელსის ლეგენდარული კაპიტანი, სემ უამბარტონი ამბობდა, ეს ისაა, რასაც რაგბის ქომაგები ყოველთვის დიდი სიხარულით ნახავენ! ჰოდა, მოდი ასეც მოვიქცეთ! საქართველოში, ხშირად ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთის საჩუქარია და თბილისში უელსელთა მასპინძლობაზე უფრო დიდი საჩუქარი რაღა უნდა იყოს".

საქართველოსა და უელსის ნაკრებთა დაპირისპირება მართლაც აქტუალური უნდა იყოს იმ ფონზე, რომ ბორჯღალოსნებმა მორიგ ჯერზე მოიგეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი, "დრაკონებმა" კი 6 ერში ყველა თამაში წააგეს და ე.წ. "ხის კოვზი" ერგოთ. აღნიშნულ ორ ტურნირს შორის აღზევება-დაქვეითების სისტემა რომ არსებობდეს, პლეი ოფში თამაში სწორედ საქართველოსა და უელსის ნაკრებებს მოუწევდათ.

ცნობისთვის, "ბორჯღალოსნებსა" და "დრაკონებს" 5-ჯერ უთამაშიათ და საქართველოს მრისხანე მეტოქე ერთადერთხელ, 2022 წლის ნოემბერში კარდიფში ჰყავს დამარცხებული (13:12), სხვა შემთხვევაში კი, გამარჯვება უელსელებს რჩებოდათ: 2017 წელს, კარდიფში – 13:6, 2019 წლის მსოფლიო თასზე – 43:14, 2020 წელს ჰლანეჰლიში – 18:0 და 2023 წლის მსოფლიო თასზე – 43:19.

autumn international test-match

🏆 Following widespread debate across the rugby world after the conclusion of the Six Nations Rugby and Rugby Europe championships, GeorgiaRugby is inviting The Welsh Rugby Union to play an autumn international test-match. 🏴󠁧󠁢󠁷󠁬󠁳󠁿 🇬🇪 There is a wonderful bond between the players and supporters of our two proud rugby nations and we have had some great competitive matches. It’s our honor to invite Wales to Tbilisi - and to play a return game in Cardiff whenever is convenient. 💪 As Sam Warbs said, it’s what rugby lovers everywhere want to see! ✊ So, let’s make it happen. In Georgia, we like to say that ‘A guest is a gift’. We can think of no better gift than to host the Welsh in Tbilisi this autumn. 🏆 რაგბი ევროპისა და ექვსი ერის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნები დიდი პატივით გიწვევთ უელსს შემოდგომის ტესტ-მატჩზე თბილისში! 🏉 რამდენიმე დაუვიწყარი და საინტერესო თამაში გვქონია, რამაც ჩვენს ორ, უზომოდ ამაყ სარაგბო ერს, მორაგბეებსა და ქომაგებს შორის საოცარი ურთიერთობები ჩამოაყალიბა! 🏴󠁧󠁢󠁷󠁬󠁳󠁿 🇬🇪 ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ უელსელ დრაკონებს თბილისში და შემდეგ, გეწვიოთ კარდიფში, საპასუხო თამაშზე. 💪 როგორც უელსის ლეგენდარული კაპიტანი, სემ უამბარტონი ამბობდა, ეს ისაა, რასაც რაგბის ქომაგები ყოველთვის დიდი სიხარულით ნახავენ! ✊ ჰოდა* მოდი ასეც მოვიქცეთ! საქართველოში, ხშირად ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთის საჩუქარია და თბილისში უელსელთა მასპინძლობაზე უფრო დიდი საჩუქარი რაღა უნდა იყოს 🏴󠁧󠁢󠁷󠁬󠁳󠁿

Posted by Georgian Rugby on Friday, March 22, 2024
სრულად წაკითხვა