„მფრინავი ქართველი“ – ვინ არის ბალერონი, რომელიც მსოფლიო სცენებს იპყრობს?

1 day ago 7

გი­ორ­გი ფო­ცხიშ­ვი­ლი, მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ტრი­უმ­ფის შემ­დეგ, ახ­ლა­ხან ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა სამ­შობ­ლოს სცე­ნა­ზე იხი­ლა… წარმატებულ მოცეკვავეს ambebi.ge ესაუბრა:

ბავ­შვო­ბის წლე­ბი­დან­ვე და­ვი­წყე ცეკ­ვა, მაგ­რამ ეს არა­სო­დეს ყო­ფი­ლა უბ­რა­ლოდ ცეკ­ვა – ეს იყო გზა, სუ­ლი­ე­რი წრთო­ბა, ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის ძარ­ღვებ­ზე სი­ა­რუ­ლი. პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­ვი­ა­რე “ცეკ­ვის აკა­დე­მი­ა­ში“, რო­მე­ლიც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს ჩემ­მა მშობ­ლებ­მა, შემ­დგომ კი გა­და­ვე­დი ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში. სა­ცეკ­ვა­ვო ხე­ლოვ­ნე­ბას ვე­ზი­ა­რე იმ სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ში, სა­დაც ძალა და ელე­გან­ტუ­რო­ბა ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს! სა­დაც მი­ვი­ღე ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ცეკ­ვა­ვო გა­ნათ­ლე­ბა, რის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც ასე რუ­დუ­ნე­ბით მომ­ცა ის, რაც დღემ­დე მაძ­ლი­ე­რებს და მა­ყა­ლი­ბებს კი­დევ უფრო დიდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად – ეს არის ჩემი ფეს­ვე­ბი, რაც მუ­დამ მახ­სე­ნებს, ვინ ვარ სი­ნამ­დვი­ლე­ში.

ყო­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სცე­ნა ჩემ­თვის იყო მო­რი­გი ბა­რი­ე­რი, რომ­ლის გა­და­ლახ­ვაც მხო­ლოდ თავ­მდაბ­ლო­ბით და თავ­და­დე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და. რო­დე­საც უცხო­უ­რი პრე­სა სა­ო­ცარ შე­და­რე­ბებს არ იშუ­რებს შენი ცეკ­ვის შე­ფა­სე­ბი­სა, ეს არა სი­ა­მა­ყეს, არა­მედ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გაძ­ლევს. ჩემი მი­სია სცე­ნა­ზე ყო­ველ­თვის იყო ერ­თნა­ი­რი – კი არ მე­თა­მა­შა, არა­მედ მე­ცხოვ­რა. დღემ­დე მჯე­რა, რომ მო­ცეკ­ვა­ვე არა­სო­დეს ცეკ­ვავს მხო­ლოდ სხე­უ­ლით – მას სჭირ­დე­ბა სული, რო­მე­ლიც გა­და­აქვს მა­ყუ­რე­ბელ­ში.

ამ­ჟა­მად ჰო­ლან­დი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობთ…

– დიახ, ამ­სტერ­და­მის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი არის სივ­რცე, სა­დაც ტრა­დი­ცია და თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მა ელე­გან­ტუ­რად ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს. აქ სიღ­რმე და ფორ­მა თა­ნაბ­რად ფა­სობს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, რო­გორც კლა­სი­კურ, ისე ექ­სპე­რი­მენ­ტულ ნა­მუ­შევ­რებ­ში ვი­პო­ვო ჩემი თავი. ჰო­ლან­დია გახ­და ჩემი მე­ო­რე სახ­ლი – სივ­რცე, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბას პა­ტივს სცე­მენ რო­გორც სი­ცო­ცხლის უმაღ­ლეს გა­მოვ­ლი­ნე­ბას. ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ქარ­თულ­მა სიძ­ლი­ე­რემ და ევ­რო­პულ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბამ სიმ­ფო­ნი­უ­რი შერ­წყმა იპო­ვეს ჩემ­ში.

– სამ­შობ­ლო­ში ტრი­უმ­ფი – რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო თქვენ­თვის, თქვენს ხალ­ხთან შეხ­ვედ­რა, როცა ყვე­ლა თქვენ­ზე სა­უბ­რობს…

– სა­ქარ­თვე­ლო­ში სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა, ეს არის არ­ტე­რი­ის ზუს­ტად იმ წერ­ტილ­ზე და­ჭე­რა, სა­დაც გულ­მა პირ­ვე­ლად იფეთ­ქა. სა­ქარ­თვე­ლო­ში აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი სხვაგ­ვა­რად ის­მის – თით­ქოს დრო ჩერ­დე­ბა და სის­ხლი წი­ნაპ­რე­ბის მე­ლო­დი­ით მოძ­რა­ობს. ყვე­ლა­ზე დიდი ტრი­უმ­ფი ჩემ­თვის იყო, როცა ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი მო­დი­ოდ­ნენ ჩემ­თან და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, – რო­გორ გავ­ხდეთ შენ­ნა­ი­რი მო­ცეკ­ვა­ვეო? მა­შინ მივ­ხვდი, რომ ტრი­უმ­ფი სცე­ნა­ზე კი არა, გუ­ლებ­შია. და როცა შენი ხალ­ხი გიც­ნობს არა სა­ხე­ლით, არა­მედ გრძნო­ბით – ესაა ჭეშ­მა­რი­ტი გა­მარ­ჯვე­ბა. ბო­ლოს კი მინ­და ვთქვა ის, რომ – ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რი არის შენი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი. ჩემი თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, თი­თო­ე­უ­ლი ნახ­ტო­მი, თი­თო­ე­უ­ლი სპექ­ტაკ­ლი, როლი, სა­დაც არ უნდა ვიყო ეძღვნე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნას და ქარ­თველ ხალ­ხს ვი­საც ასე ვუყ­ვარ­ვარ და ვე­ი­მე­დე­ბი. პა­ტი­ვის­ცე­მით და სიყ­ვა­რუ­ლით მო­ვი­კი­თხავ ყვე­ლას…“, – ამბობს ის.

სრულად წაკითხვა