,,ნაპოლის პრეზიდენტი ამან გააბრაზა და…” – რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი კვარას შესახებ?

14 hours ago 7

თუ იტალიის ჩემპიონი წელს ნაპოლი გახდება, დიდია ალბათობა, ხვიჩა კვარაცხელიას კუთვნილი ოქროს მედალი დე ლაურენტისმა არ გადასცეს.

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ლაურენტისი გაბრაზდა, რადგან გუნდის ლიდერი სეზონის შუა ნაწილში კლუბიდან წავიდა.

სერია A-ს რეგულაციის თანახმად, დაჯილდოვდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში არიან დარეგისტრირებული, თუმცა კლუბს აქვს უფლება, შუა სეზონში სხვა გუნდში გადასულ მოთამაშესაც გადასცეს ოქროს მედალი.

ამ საკითხთან დაკავშირებით Televomero-ს ეთერში გადაცემა Terzo Time Calcio-ში კომენტარი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა, კარლო ალვინომ გააკეთა, რომელიც ხშირად მის პოზიციას ახმოვანებს:

„ეს საკითხი „ნაპოლის“ გადასაწყვეტია, მაგრამ არ მგონია, რომ „კვარას“ ასეთ სიამოვნებას მიანიჭებენ და მედალს გადასცემენ. მან რამდენიმე მატჩის მოგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, კერძოდ, ვფიქრობ „მილანთან“, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს“.

სრულად წაკითხვა