ნიკა მელია არ მივა 29 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე

1 week ago 9

ოპოზიციონერი ლიდერი („კოალიცია ცვლილებისთვის“) ნიკა მელია ამბობს, რომ არ მივა 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო სხდომაზე. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

29 მაისს სასამართლო განიხილავს სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში ნიკა მელიას გამოუცხადებლობის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. მას მოლოდინი აქვს, რომ ამ დღეს გადაიხედება მისთვის შეფარდებული გირაოს პატიმრობის შეცვლის საკითხი.

„მე მივიღე გადაწყვეტილება აქ არ მივიდე. რატომ? - ხალხის პატივსაცემად. მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს - მე არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. მე დარწმუნებული ვარ, ზურას [ჯაფარიძეს] ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა“, - თქვა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ სხდომას დაესწრება მისი ადვოკატი: „პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას... სად ვიქნები, არ ვიცი“.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა