26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით მდგომ ხალხს დაუპირისპირდნენ და აქციისგან დისტანცირება მოუწოდეს პარტია ფედერალისტების ლიდერებმა – გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა, რასაც მწვავე შეფასებებით და კონკრეტული ფაქტების გახსენებით ეხმაურება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე.
“პოლიტიკურად უმწიფრები ვყოფილვართ ის ხალხი, რომლებიც მარტო ვიბრძვით 13 წელია!
პოლიტიკურად მწიფრებისთვის მხოლოდ ორ ფაქტს მოვიტან:
2016 წელს გიგა ბოკერიამ დაშალა პარლამენტში შესული ენმ და მიშას ხმებით ისხდნენ იქ ოთხი წელი, რა ცეცხლი დაანთეს და რა მოიგეს, გვახსოვს!
2018 წელს, საპრეზიდენტო კანდიდატად დააყენეს დავით ბაქრაძე, რომელმაც ზუსტად იმდენი ხმა მიიღო, რამდენიც გრიგოლ ვაშაძეს დააკლდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის!
ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს ჰგონია დემოკრატია!” – აცხადებს ელისო კილაძე.

1 day ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·