ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი ავსტრიაში - შტურმმა დიდი ანგარიშით მოიგო

2 months ago 54
  • ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი აუსტრია კლაგენფურტთან
  • ქართველი ფეხბურთელი ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება

ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში გრაცის შტურმმა გასვლაზე კლაგენფურტი 4:0 გაანადგურა. ამ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველი ნახევარმცველის პასის შემდეგ 23-ე წუთზე ტომი ჰორვატმა გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა. კიტე მოედანზე 61-ე წუთამდე იყო. ასე რომ, საქართველოს ნაკრებში ის საგოლე პასით ჩამოდის.

კიტეიშვილს შტურმის მაისურით მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 6 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს აქტივში.

შტურმი ავსტრიის ჩემპიონობისთვის იბრძვის და ამ დროისთვის ლიდერია, 1 ქულით უსწრებს ზალცბურგს, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. გრაცელები მომდევნო ტურში 31 მარტს, სწორედ ზალცბურგს უმასპინძლებენ.

სრულად წაკითხვა