როგორც უკვე მოგახსენეთ, ბარსელონამ დანი ოლმოს დარეგისტრირება ამ დრომდე ვერ მოახერხა, თავად ფეხბურთელი ძალიან იმედგაცრუებულია იმით, რაც მის თავს ხდება, თუმცა ის მხოლოდ და მხოლოდ ბარსელონაში დარჩენაზე ფიქრობს და სხვა ვარიანტი არ განიხილება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონა აპირებს საქმე სასამართლოში გააპროტესტოს. თუ ოლმო გადაწყვეტს, რომ კლუბს აღარ დაელოდება და კონტრაქტს გაწყვეტს, კლუბს მისთვის €200 მილიონის გადახდა მოუწევს.
კატალონიური კლუბის პრეზიდენტი გუშინ პირადად ესაუბრა 26 წლის ფეხბურთელს და პირობა მისცა, რომ უახლოეს დღეებში აუცილებლად დარეგისტრირდება.