ომსკის სასამართლომ პუტინის ფოტოებზე ჰიტლერის ულვაშების მიხატვა აკრძალა

2 days ago 2

ომსკის სასამართლომ რუსეთში აკრძალულად გამოაცხადა ვებსაიტების ცალკეული გვერდები, სადაც გამოქვეყნებული იყო ვლადიმირ პუტინის ადოლფ ჰიტლერთან მიმსგავსებული სურათები და რუსეთის პრეზიდენტის სხვა მიმები.

ზოგიერთ შემთხვევაში, აიკრძალა ფოტოები, რომლებზეც პუტინი გამოსახული იყო ულვაშითა და ჰიტლერის მსგავსი ვარცხნილობით.

სასამართლომ ასევე აკრძალა ფოტოები, რომლებსაც ეწერა "Hitler kaput" (ჰიტლერი დამთავრდა). მათი უმეტესობა საპროტესტო აქციებზეა გადაღებული, ხოლო წარწერები მომიტინგეების პლაკატებზეა დაწერილი. მაგალითად, სასამართლომ აკრძალა ბლოგერ ილია ვარლამოვის ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახული ქალს უჭირავს პლაკატი წარწერით: „პუტლერ, დალიე შხამი“.

გარდა ამისა, სასამართლომ აკრძალა ვებსაიტი Стихи.ру, სადაც განთავსებული იყო თავზე რევოლვერ მიბჯენილი პუტინის გამოსახულება წარწერთ: „როგორ გადავარჩინოთ რუსეთი სირცხვილისგან“.

ომსკის პროკურატურამ მოითხოვა სურათების აკრძალვა.

მათი აზრით, სურათები „უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებზე“ და ადამიანებს უბიძგებს „ტერორისტული საქმიანობისა და დანაშაულების ჩადენისკენ“.

სრულად წაკითხვა