ოფიციალურად - თორნიკე შენგელია ბარსელონას კალათბურთელია

2 days ago 6

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კარიერის ახალ ეტაპს იწყებს — ის ესპანურ გრანდს, „ბარსელონას“ შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა კატალონიური კლუბის ვებგვერდმა.

შენგელიამ „ბარსასთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში თამაშის გამოცდილება მას უკვე აქვს: თორნიკე 2008-2010 წლებში „ვალენსიაში“ ასპარეზობდა, მოგვიანებით კი ექვსი წარმატებული სეზონი „ბასკონიაში“ გაატარა.

ბოლო წლებში შენგელია იტალიურ „ვირტუს ბოლონიას“ ღირსებას იცავდა და კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. ფინალურ სერიაში მისი შედეგიანობა განსაკუთრებით აღინიშნა — ქართველმა ლიდერმა MVP-ის ტიტულიც მოიპოვა.

სრულად წაკითხვა