პენალტების დრამა ლონდონში - არსენალი მეოთხედფინალში დავიდ რაიამ გაიყვანა

2 months ago 58

ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად, არსენალი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია! თუმცა ამისთვის მიკელ არტეტას გუნდს პორტუსთან ნამდვილი დრამის გავლა მოუწია, რომელიც პენალტების სერიით დაგვირგვინდა. მთავარი გმირი კი ლონდონელთა ესპანელი გოლკიპერი დავიდ რაია გახდა, ვინც ორი პენალტი მოიგერია. 

ბელგიელმა ტროსარმა პირველ ტაიმში არსენალის კაპიტნის პასით გაიტანა

"ემირეიტსზე" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი წრის საპასუხო მატჩში არსენალმა პორტუს უმასპინძლა. ძირითადი 90 წუთი 1:0 დასრულდა. მეოთხედფინალისტის ვინაობა კი პენალტების სერიაში გადაწყდა. 

"დრაგაუზე" პორტუგალიურმა გრანდმა მატჩის ბოლო წამებზე ბრაზილიელი გალენოს მიერ გატანილი ბურთის წყალობით 1:0 მოიგო. მასპინძლებს ტრავმების გამო გაბრიელ მარტინელი და იურიენ ტიმბერი აკლდათ, ხოლო სტუმრებს ივან მარკანო და ზაიდუ. 

ძირითადად თანაბარი ტაიმის მიწურულს ედეგორმა შესანიშნავი გამჭოლი პასით ლეანდრო ტროსარს გაატანინა - 1:0. არადა, გოლამდე პორტუს გეგმა მუშაობდა, მეტიც, ევანილსონს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ რაიამ ბურთი მოიგერია. 

მეორეში არსენალმა, უპირატესობის მიუხედავად, ვერ შეძლო გატანა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. გოლები არც დამატებით დროში გასულა. პენალტების სერიაში კი რაიამ ვენდელისა და გალენოს დარტყმები მოიგერია და არსენალმა 4:2 გაიმარჯვა. 

არსენალი 1:0 (4:2 პენ) (0:1) პორტუ 

გოლი: 1:0 ტროსარი (41. ედეგორის პასით)

პენალტების სერია: ✅ 1:0 ედეგორი, ✅ 1:1 პეპე, ✅ 2:1 ჰავერტცი, ❌ 2:1 ვენდელი, ✅ 3:1 საკა, ✅ 3:2 გრუიჩი, ✅ 4:2 რაისი, ❌ 4:2 გალენო  

არსენალი (4-3-3): რაია - უაითი, სალიბა, გაბრიელი, კივიორი (106. ზინჩენკო) - ედეგორი, რაისი, ჟორჟინიო (83. გაბრიელ ჟეზუში) - საკა, ჰავერტცი, ტროსარი (106. ნკეტია)

პორტუ (4-3-3): დიოგო კოშტა - ჟოაო მარიო (85. ხ. სანჩესი), პეპე, ოტავიო, ვენდელი - ნიკო გონსალესი (101. ეუსტაქიო), პეპე, ვარელა (97. გრუიჩი) - ფ. კონსეისაო (101. ბორჟესი), ევანილსონი (87. ტარემი), გალენო. 

სრულად წაკითხვა