პლანეტების აღლუმი 2025 წლის 10 აგვისტოს – როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენელთა ცხოვრება

10 hours ago 4

2025 წლის 10 აგვისტოს დილის ცაზე უნიკალური ასტრონომიული და ასტროლოგიური მოვლენა გველოდება – ექვსი პლანეტა ერთდროულად ერთ ხაზზე განლაგდება. მერკური, იუპიტერი, ვენერა, ურანი, ნეპტუნი და სატურნი მზის ამოსვლამდე ერთ საათით ადრე შექმნიან ძლიერ ენერგეტიკულ ვიბრაციებს, რომლებიც გლობალურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშნზე.

ეს პლანეტარული აღლუმი არა მხოლოდ თვალწარმტაცი სანახაობაა, არამედ განსაკუთრებული ასტროლოგიური ენერგიებითაა დატვირთული, რაც იწვევს მნიშვნელოვანი ცხოვრების ცვლილებების დაწყებას.

10 აგვისტოს უკვე დასრულდება სავსემთვარეობა ვერძის ნიშანში (რომელიც 8-9 აგვისტოს დადგა). ეს პერიოდი გვიბიძგებს გულწრფელობის, დაძაბულობისკენ ურთიერთობებში, აგრეთვე, ინდივიდუალურსა და კოლექტიურს შორის ჰარმონიის ძიებისკენ.

მოკლედ მთავარ გავლენაზე:

  • ყველა სფეროს აქტივაცია: იდეები, საქმეები, ურთიერთობები = ყველაფერი ძლიერი კოსმიური ენერგიის ქვეშაა.

  • ემოციების გამწვავება: ინტუიცია გაძლიერებულია, მგრძნობელობა მაღალია, თუმცა ილუზიების საფრთხეც არსებობს.

  • თამამად, მტკიცედ და მთელი გულით მოქმედების შესაძლებლობა.

  • სითამამე და ემოციურობა ჭარბობს, თუმცა აუცილებელია გონიერება, რომ არ გადაიწვათ.

სტიქიების გავლენა:

  • ცეცხლის სტიქია (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) აძლიერებს აქტიურობას და დინამიკას, მაგრამ საჭიროა მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების სიჩქარის კონტროლი.

  • მიწის სტიქია (ტყუპი, ქალწული, თხის რქა) ახლა უფრო სუსტია, ფოკუსირდება იდეების განხორციელებაზე, თუმცა მოსალოდნელია სიძნელეები მათი რეალიზაციისას.

მარსის და პლუტონის ჰარმონია ზრდის ნებისყოფას, თავშეკავებასა და უსაფრთხოებას გადაწყვეტილების მიღებისას. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია საქმეებისთვის, რომლებიც სიმტკიცეს მოითხოვს – ამ ასპექტის ზეგავლენით ფინანსური, სადაზღვევო და იურიდიული საკითხები ძლიერდება.

უფრო კონკრეტულად, რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი? 

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

პლანეტების აღლუმი ვერძებისთვის პირადი და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს გააფართოებს. იუპიტერისა და ვენერას მხარდაჭერით წარმატებები გელოდებათ კარიერასა და სიყვარულში. იყავით ლიდერი და აქტიური, რადგან ახალი შესაძლებლობები და აღიარება სწრაფად მოდის.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

ფინანსურ და თვითორგანიზების სფეროებში გარდამტეხი ცვლილებები გელით. სატურნისა და ურანის გავლენით გამძლეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა გაძლიერდება. შესაფერისი დროა ბიუჯეტის გადახედვისა და დიდი შესყიდვების დაგეგმვისთვის.

ტყუპი (22 მაისი – 21 ივნისი)

მერკურისა და იუპიტერის ენერგიები გაააქტიურებს კომუნიკაციის, მოგზაურობისა და განათლების „არხებს“. იღბალი თქვენს მხარესაა – შესანიშნავი დროა ახალი ნაცნობების შესაძენად და პროფესიული განვითარებისათვის.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

კარიერული ცვლილებებისა და პიროვნული ზრდის პერიოდია. სატურნი და იუპიტერი მოგცემთ ძალას კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად. არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა, ახლობლები უყოყმანოდ დაგიჭერენ მხარს.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

შესანიშნავი პერიოდია თვითგამოხატვისთვის. ვენერა, იუპიტერი და მერკური შემოქმედებით ძალას, ქარიზმასა და წარმატების შანსებს გაგიზრდიან. არ დაგავიწყდეთ კომპრომისების აუცილებლობა და გუნდის მხარდაჭერა.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ორგანიზებულობა და სიფრთხილე დაგეხმარებათ კარიერულ განვითარებაში. მერკურისა და იუპიტერის გავლენა ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის გაუმჯობესებასა და ფინანსურ სტაბილურობას. ინვესტიციებს ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდეთ.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ჰარმონიისა და თანასწორი ურთიერთობების პერიოდია. ძველი საკითხების მოგვარება, გუნდური პროექტები და შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებული იქნება. აუცილებელი კომპრომისები ზრდისკენ გაგიხსნით გზას.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

შიდა ტრანსფორმაციისა და ემოციური ბლოკების გადალახვის დროა. სატურნი და ნეპტუნი ხელს უწყობენ პირად ზრდასა და ახალი მიმართულებების არჩევას, რაც პროფესიულ თუ პირად სფეროში ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

ახალი ჰორიზონტების ძიებისა და ზრდის პერიოდია. მერკური და ურანი შთაგონებით აგავსებენ, იუპიტერი კი შესაძლებლობებს გააფართოებს. მოსალოდნელია უცხოელ პარტნიორებთან კავშირი და ფინანსური ბონუსები.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

სტრატეგიული გადაწყვეტილებების დროა, როდესაც სატურნის გამძლეობა და ვენერას სითბო თანაცხოვრებასა და კარიერას უწყობს ხელს. მოსალოდნელია დაწინაურება, ხელსაყრელია გრძელვადიანი პროექტების დაწყება.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

ახალი ეპოქის დასაწყისია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებისა და ნოვატორებისთვის. ურანის, მერკურის, იუპიტერისა და ვენერას გაერთიანებული ენერგიები მხარს დაგიჭერთ უნიკალური იდეების განხორციელებაში.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

ინტუიცია და შემოქმედებითობა მკვეთრად გამოვლინდება. ნეპტუნი, მერკური და იუპიტერი ხელს უწყობენ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას.

თამთა გურული

სრულად წაკითხვა