WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საფრანგეთის ფეხბურთის კლუბის, პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ საფრანგეთში ინტერესთა კონფლიქტის ეჭვის საფუძველზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ AFP-ი იტყობინება პარიზის პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით.

წინასწარი გამოძიება უკავშირდება ფაქტს, რომ ხელაიფი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული კლუბის პრეზიდენტიცაა და მედიაჯგუფ „beIN Media Group“-საც მართავს. საქმე ეხება 2024 წლის ივლისში ფეხბურთის ლიგის წარმომადგენლებთან მაუწყებლობის უფლებებზე გამართულ შეხვედრას, — განაცხადა პროკურატურამ სპორტულ გამოცემა „L'Equipe“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებისას.

ნასერ ალ-ხელაიფის ადვოკატმა „AFP“-სთან საუბრისას ხაზგასმით თქვა, რომ მისი კლიენტი „ყოველთვის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად მოქმედებდა“.
მფლობელი პარიზის კლუბის, პარი სენ-ჟერმენისა, რომლის წამყვანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, კატარის სპორტული ინფესტიციების უწყებაა. ნასერ ალ-ხელაიფი მხოლოდ კლუბის პრეზიდენტია.