„ჟურნალისტი 3 მაისს (მანამდეც და მომდევნო პერიოდშიც) პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მუშაობდა, და რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ აქციას აშუქებდა“, - აცხადებენ „პუბლიკაში“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება პროევროპული აქციების გაშუქების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ კვალიფიკაციით. მსგავსი წარმოება არაერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
პროევროპული აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად იმართება. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.