ამ სტატიაში რუსი, ქართველი და ოსი ექსპერტების მოსაზრებაზე დაყრდნობით გიყვებით კრემლის გადაწყვეტილების შესაძლო ეკონომიკური, ინსტიტუციური და პოლიტიკური მოტივების შესახებ.
ფული კორუფციული სარგებლით
ეკონომიკურად სამხრეთი ოსეთი სრულად არის დამოკიდებული კრემლზე. დე-ფაქტო რესპუბლიკის დეფიციტური ბიუჯეტი თითქმის 80%-ით შედგება რუსული ფულისგან: ძირითადი ნაწილი — „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების“ სახსრებია, დანარჩენი — „ბიუჯეტური ინვესტიციები“.
ცხინვალის საკუთარი შემოსავლები მხოლოდ ორი მილიარდი რუბლია. ამ ფულით არც მოსახლეობის გამოკვებაა შესაძლებელი და არც ინფრასტრუქტურის განვითარება, აღნიშნავს ილია შუმანოვი, TriTrace Investigations-ის მმართველი პარტნიორი და ექსპერტი, რომელიც იკვლევს გლობალური მიწოდების ჯაჭვებს, უკანონო ფულის, კორუფციის და სანქციების შესაძლო გვერდის ავლის სქემები გამოსავლენად.
„რეგიონი რეალურად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. იზოლაციისა და უკანონო სტატუსის გამო ვაჭრობა შეუძლებელია რუსეთისა და მსგავსი, გარიყული ქვეყნების გარდა“, - ამბობს ის.
მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტის სულ მცირე ერთი მეათედს ქურდავენ - სახელმწიფო კონტრაქტების ხარჯთაღრიცხვები გაზრდილია, თანხები გადაქაჩულია და მოპარულია.
„ყველა ფულზე, რომელიც იქ ჩნდება, არსებობს კორუფციული სარგებელი. სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ხელისუფლების მხრიდან კონტროლი პრაქტიკულად არ არსებობს. ადგილობრივი უშიშროება -KGB იძიებს ქურდობებს, მაგრამ მხოლოდ იმ საქმეებს, რომელთა გამოვლენაც და გამოძიებაც ნებადართულია“, - განმარტავს ექსპერტი.
„ცხინვალის შავი ხვრელი“
თუ რუსეთში აქციზი არის დაახლოებით 90–100 რუბლი, იქ არის დაახლოებით 10–15 რუბლი. ადგილობრივი ბიზნესი ამაში არ მონაწილეობს. ეს არის რუსული სქემები, რომლებზეც ფულს შოულობენ „ჩრდილოვანი“ ჯგუფები...
არსებობს ასევე ქურდობის სხვა ტიპი — შეღავათიანი საკრედიტო სისტემის მეშვეობით, ბიზნესის ფართო სპექტრში: მედიცინიდან ტურიზმამდე, სოფლის მეურნეობიდან, უძრავი ქონების მშენებლობიდან, ტრანსპორტიდან, რესტორნებიდან და კაფეებიდან.
პროგრამის მონაწილეებს გამოუყოფენ არანაკლებ 50 მილიონ რუბლს ათწლიანი ვადით, მინიმალური საკუთარი მონაწილეობით — 10%, რომელიც ასევე შეიძლება გაიწელოს 1%-ით წელიწადში.
„ეს ნიშნავს, რომ ასეთი დაფინანსების შედეგი მხოლოდ ათი წლის შემდეგ შეიძლება შემოწმდეს. ხვდებით, რამდენად გრძელი პერიოდია ეს რეგიონისა და თავად რუსეთის ფედერაციის არსებობის თვალსაზრისით? ერთადერთი აკრძალვაა, რომ ამ შეღავათიანი სესხებით არ შეიძლება წინა კრედიტების დაფარვა. ფაქტობრივად, ეს არის კიდევ ერთი ფულის ნაკადი, რომელიც რუსეთიდან შედის ბიუჯეტური დაფინანსების პარალელურად“, — ამბობს შუმანოვი.
მისი თქმით, ასეთი პროგრამები არც ერთ სხვა რეგიონში არ არსებობს: ეს განსაკუთრებული რეჟიმია, ლუგანსკის და დონეცკის "სახალხო რესპუბლიკებთან" და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან შედარებითაც კი.
ეს არ არის ერთადერთი თავისებურება. ფაქტობრივად არსებობს ცალკე რუსულ-სამხრეთოსური საარბიტრაჟო სქემა - მოგების მიღება სხვადასხვა ბაზარზე ერთსა და იმავე საქონელზე ფასთა სხვაობის გამოყენებით. ის გულისხმობს შეღავათებს საწვავსა და სიგარეტზე. ამ საქონლის ოფიციალური ვაჭრობის მოცულობა არ შეესაბამება რეგიონის მასშტაბს — რეალურად ეს კონტრაბანდაა.
„ეს არის უბაჟო მიწოდება ბენზინის გარკვეული ტიპების თითქოს ჰუმანიტარული მიზნებით. სინამდვილეში ეს არის აქციზის გარეშე საწვავის ფასთა სხვაობით მიღებული მოგება. სიგარეტებთანაც იგივეა. ნულოვანი განაკვეთი არ არის, მაგრამ დაახლოებით რვაჯერ დაბალია, ვიდრე რუსეთის შიგნით. თუ რუსეთში აქციზი არის დაახლოებით 90–100 რუბლი, იქ არის დაახლოებით 10–15 რუბლი. ადგილობრივი ბიზნესი ამაში არ მონაწილეობს. ეს არის რუსული სქემები, რომლებზეც ფულს შოულობენ „ჩრდილოვანი“ ჯგუფები“, - განმარტავს ექსპერტი.
„სამხრეთ ოსეთის შავი ხვრელი“ არ არის მხოლოდ ბიუჯეტური ჩარიცხვები, შეღავათები და აქციზები — ადრე მოსკოვი რეგიონს იყენებდა როგორც „ნაცრისფერ ზონას“.
„იქ შეიქმნა საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი — МРБ - ფინანსური ოპერაციებისთვის რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, ასევე რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის, და მოქმედებდა როგორც ფულის გადაზიდვის კვანძი, რომელიც საშუალებას აძლევდა რუსეთს მისი კვალი დაეფარა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ეს ბანკი 2024 წელს წელს შეიყვანა სანქციების სიაში“, — ამბობს შუმანოვი.
სამხრეთ ოსეთის МРБ-ის მეშვეობით ხდებოდა, მაგალითად, უკრაინაში მოპარული ქვანახშირის ოპერაციები. ფორმალური „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ სტატუსი რუსეთს საშუალებას აძლევდა გვერდი აევლო საერთაშორისო შეზღუდვებისთვის 2014 წლიდან.
საჭიროა თუ არა ახლა სამხრეთი ოსეთი როგორც „ნაცრისფერი ზონა“? ექსპერტის თქმით, ნაკლებად. ახლა რუსეთის ფინანსური სისტემა უკვე მთლიანად სანქცირებულია.
„ახლა მთელი რუსეთი ნაცრისფერი ზონაა“, - ამბობს ის.
ექსპერტის თქმით, სამხრეთ ოსეთის არსებული სტატუსის შენარჩუნება მხოლოდ ბენზინისა და სიგარეტის არბიტრაჟისთვის კრემლისთვის ნაკლებად ლოგიკურია. პირიქით, საჭიროა ბიუჯეტში მეტი თანხის გადახდის იძულება და შიდა ოფშორული იურისდიქციების შექმნით გამოწვეული ფინანსური დანაკარგების მინიმიზაცია. რუსეთის ხელისუფლებას ახლა სჭირდება ყველა „განსაკუთრებული ზონისა“ და გამონაკლისის ლიკვიდაცია.
ამ თვალსაზრისით, ამბობს შუმანოვი, რესპუბლიკის პრეზიდენტად მარატ კომბოლოვის დანიშვნა, რომელიც ითვლება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული კოვალჩუკების მილიარდერი იური კოვალჩუკი "რუსეთის" ბანკის მთავარი აქციონერია, მისი შვილი ბორისი - რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე. იური კოვალჩუკის ძმა - მიხაილი - კურჩატოვის ინსტიტუტის პრეზიდენტი, სადაც მარატ კამბოლოვი მსახურობდა. ოჯახის წარმომადგენლებთან დაკავშირებულ პირად, შეიძლება ემსახურებოდეს წმინდა პრაგმატულ მიზანს: ფულის ადმინისტრირების ნორმალური სისტემის შექმნას მინიმალური დანაკარგებით, უფრო მკაცრი ფინანსური ვერტიკალის ჩამოყალიბებას თანხების გამანაწილებლებით, რათა რეგიონი მომზადდეს შესაძლო „ინტეგრაციისთვის“.
"ბერკეტი უკვე აღარ არის საჭირო“
მეორე მხრივ, ექსპერტი არ გამორიცხავს ინსტიტუციურ მოტივსაც - კოვალჩუკების გავლენის გაძლიერებას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილის სერგეი კირიენკოსთან კავშირში, რომელიც აკონტროლებს სპეციალურ პროექტებს, მათ შორის ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში თანამშრომლობის მიმართულებით.
რაც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ხდება „ქართული ოცნების“ კრიმინალური დუმილის ან აქტიური კოლაბორაციონიზმის ფონზე...
პოლიტიკურ ნაწილში შუმანოვი ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთი ოსეთი არის საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტი: ადგილობრივი ხელისუფლების ლოიალობის სანაცვლოდ კრემლი თითქოს მზად იყო ამ ტერიტორიის „დაბრუნებისკენ“ გადაადგილებისთვის.
„მოსკოვი თამაშობდა, ამბობდა: არაფერი შეუძლებელი არ არის, ნუ გეწყინებათ, შექმენით ავტონომიები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის, ჩვენ თქვენთან შევთანხმდებით. მაგრამ ის, რასაც ახლა ვხედავთ, აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზია იყო. ეს ბერკეტი უკვე აღარ არის საჭირო“, - ამბობს ის.
რუსეთში რეაქციის შესახებ საუბრისას ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბევრისთვის სამხრეთი ოსეთი უბრალოდ არაფერს წარმოადგენს („дырка от бублика“) - უმეტესობამ არც იცის სად არის, რა ხდება იქ და საერთოდ რატომ სჭირდება ეს რეგიონი რუსეთს.
სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის
უსაფრთხოების ექსპერტის გიორგი შაიშმელაშვილის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება ან ანექსიისთვის მზადება უკრაინაში წარუმატებლობის „კომპენსაციისთვის“ ან სამხრეთ კავკასიაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას აპირებს სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი–სამხრეთი“ გაფართოებისთვის, რომლის მართვაც მოსკოვმა გაგლოევს ვერ მიანდო.
„რაც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ხდება „ქართული ოცნების“ კრიმინალური დუმილის ან აქტიური კოლაბორაციონიზმის ფონზე“, - ამბობს შაიშმელაშვილი.
კამბოლოვის დანიშვნა შეიძლება არა მხოლოდ ანექსიის ინსტრუმენტად, არამედ საქართველოსთან პოლიტიკური ვაჭრობისთვისაც გამოიყენონ, მიიჩნევს ქართველი კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი. მისი თქმით, თუ სამხრეთ ოსეთს „ადგილობრივი ლიდერი“ უხელმძღვანელებდა, ის „ხელფეხშეკრული იქნებოდა“, მათ შორის მოსახლეობის მოთხოვნების გამო, მაშინ როცა „ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი წარმომადგენელი“ ასეთ შეზღუდვებს არ ატარებს.
და ჩემთვის ეს არის ანშლუსი, ანექსია. დიახ, მარატ კამბოლოვი ოსია, მაგრამ ის არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. არსებითად, მოსკოვი აგზავნის მმართველს უცხო სახელმწიფოში...
ის არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა კვლავ შესთავაზოს საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონის დაბრუნება გარკვეული დათმობების სანაცვლოდ - საქართველოს ჩართვა რუსეთის ინტეგრაციულ პროექტებში, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ან ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე საბოლოო უარი.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი შესაძლო სცენარად მიიჩნევს სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციას რუსეთ–ბელარუსის „საბრძოლო სახელმწიფოს“ მოდელით. მისი თქმით, კრემლის სტრატეგიული მიზანია მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა.
მისი აზრით, მოსკოვი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს განიხილავს როგორც ამ გაერთიანების ცალკეულ სუბიექტებს, ისევე როგორც თვით საქართველოსაც.
ის საქართველოს ხელისუფლების დუმილს „სიფრთხილეს კი არა, კაპიტულანტობას“ უწოდებს და ამბობს, რომ ეს პროცესი არის „ტესტირება“ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოებისაც.
პოლიტოლოგი გია ვასაძე აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობებს უკავშირდება და მიზნად ისახავს გავლენის დემონსტრირებას.
მისი თქმით, საბოლოო სტატუსს, „შეერთდება თუ არა“ სამხრეთი ოსეთი რუსეთს, პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა.
„ოსური ნაციონალური ინტერესების ღალატი?“
ოსი ჟურნალისტი რუსლან ტოტროვი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ანექსია ამა თუ იმ ფორმით გარდაუვალია. მისი აზრით, მოსკოვმა კამბოლოვი ამ პროცესის კონტროლისთვის გაგზავნა რესპუბლიკის სამართავად, რადგან რეგიონში არჩევნები, „როგორც წესი, ყოველთვის დიდი და ხშირად საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზით მთავრდებოდა კრემლისთვის“.
„სამხრეთი ოსეთი - დიახ, ცუდად მომზადებული, დიახ, კვაზისახელმწიფო, - მაგრამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. დიდად სამწუხაროდ, სახელმწიფოებრიობის მშენებლობის თვალსაზრისით საკმაოდ სასაცილო. მაგრამ ეს არის ტერიტორია, რომელიც ხუთმა სხვა სახელმწიფომ აღიარა. და ჩემთვის ეს არის ანშლუსი, ანექსია. დიახ, მარატ კამბოლოვი ოსია, მაგრამ ის არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. არსებითად, მოსკოვი აგზავნის მმართველს უცხო სახელმწიფოში. და ფაქტობრივად, ჩემი აზრით, ხორციელდება საკმაოდ არასახარბიელო ანტიკონსტიტუციური ქმედება“, — ამბობს ტოტროვი.
ოსების დამოკიდებულებაზე საუბრისას მიმდინარე პროცესების მიმართ, ის აღიარებს, რომ უმრავლესობა, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს რესპუბლიკის „შეერთებას“. თუმცა თავად ტოტროვი ამას უყურებს როგორც ხალხის მორალური, ეთიკური და ეროვნული პრინციპების დანგრევის შედეგს.
საერთოდ არ გამიკვირდება, თუ ბატონ კამბოლოვს უნდა ისტორიაში შესვლა როგორც ოსეთის ერთ-ერთი გამაერთიანებელს...
„სინამდვილე ისაა, რომ ამას არავინ აღიქვამს როგორც პოზიციების და ავტორიტეტის განადგურებას, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩრდილოეთი ოსეთი, სამწუხაროდ, ამჟამად იმყოფება უკიდურესი რუსული ურაპატრიოტიზმის ავანგარდში, ყველაფრის, რაც ომს უკავშირდება, ჩრდილოეთ ოსეთს შესანიშნავად ‘მიყიდიან’ საკმაოდ ნაზ, ასე ვთქვათ, ემოციურ კონსტრუქციას იმის შესახებ, რომ ბოლოს და ბოლოს გაერთიანდება ორი ოსეთი. ის პიკანტური ნიუანსი, რომ ამისთვის უნდა დაინგრეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობა, ანუ ოსების პირველი სახელმწიფო დაახლოებით 800 წლის განმავლობაში, არ არის გათვალისწინებული“.
კამბოლოვის ინტერესი ამ პროცესში ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის, აღნიშნავს ტოტროვი, თუმცა ეჭვობს, რომ მას მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდეს.
„საერთოდ არ გამიკვირდება, თუ ბატონ კამბოლოვს უნდა ისტორიაში შესვლა როგორც ოსეთის ერთ-ერთი გამაერთიანებელს. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხს, ომით გაღვივებული საკუთარი მნიშვნელობის გაძლიერებული განცდა აქვთ. არ გამიკვირდება, თუ მას, ოდნავ გადაჭარბებულად რომ ვთქვათ, მაგრამ მაინც, სურს გახდეს ოსეთისთვის ის, ვინც პუტინს მიაჩნია, რომ არის რუსეთისთვის“, - ამბობს ჟურნალისტი.
„უსაფრთხოების ქოლგა“
საყოფაცხოვრებო დონეზე, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის ანექსიის შემთხვევაში ბევრი რამ არ შეიცვლება, რადგან უმრავლესობას უკვე აქვს რუსეთის მოქალაქეობა: „ყოველდღიური ცხოვრების წესს ეს არ შეცვლის. რაც შეეხება მობილიზაციის რესურსს, ათასობით ოსი - ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც - უკვე ომობს უკრაინაში, უბრალოდ იმიტომ, რომ შრომის ბაზარი მამაკაცებისთვის ძალიან შეზღუდულია“.
წინა პრეზიდენტის, გაგლოევის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლას ტოტროვი უწოდებს არანებაყოფლობით ჩამოქვეითებას. მისი აზრით, ყოფილი ლიდერი „როგორც საკრედიტო ბარათი გაატარეს ტერმინალში“ და გააგზავნეს პოზიციაზე, რომელიც ჯერაც მკაფიოდ არ არის განსაზღვრული.
„ის ოთხი წლის განმავლობაში ითვლებოდა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად და თავისი უმოქმედობით, ერთის მხრივ, ხელს უწყობდა ისედაც პატარა სახელმწიფოებრიობის დაშლასა და ლპობას, ხოლო მეორეს მხრივ, არაფერს აკეთებდა კრიმინალის გაბატონების წინააღმდეგ. იქ ყველაფერი იყო - კონტრაბანდიდან პოლიციურ თვითნებობამდე“, - ამბობს ტოტროვი.
იქ, სადაც ოსები რუსეთის რეჟიმის ერთგული მსახურები არიან, აფხაზებთან ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის...
აფხაზეთის პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას, რესპონდენტები თანხმდებიან, რომ ამ ტერიტორიის „შეერთება“ კრემლისთვის ბევრად რთული იქნება. „იქ ნაციონალისტური განწყობები საკმაოდ ძლიერია“, - განმარტავს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
ამაზე მიუთითებს რუსლან ტოტროვიც: „აფხაზები ტრადიციულად ბევრად უფრო ფრთხილად ეკიდებიან სახელმწიფოებრიობის საკითხებს. და რუსეთი მათ ნაკლებად ართმევს სუბიექტურობას, განსხვავებით ოსებისგან. იქ, სადაც ოსები რუსეთის რეჟიმის ერთგული მსახურები არიან, აფხაზებთან ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის“.
ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობაზე საუბრისას ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ოსების უმრავლესობა ანტიქართულად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ დაცვა სჭირდებათ.
„უსაფრთხოების ქოლგას“ ისინი რუსეთში ხედავენ. ოსები უკვე დიდწილად ინტეგრირებულნი არიან რუსულ სისტემაში. დიახ, იქ არის ნაციონალისტური განწყობები და საუბრობენ სახელმწიფოებრიობაზე, მაგრამ ასეთი ხედვის მქონენი უფრო დისიდენტებად შეიძლება ჩაითვალონ, ვიდრე პოლიტიკოსებად. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, ადრე არსებობდა გარკვეული კავშირები, მაგრამ ყველაფერი დაინგრა, და ხელოვნურად — რუსეთი არასდროს იყო კმაყოფილი, რომ ასეთი პირდაპირი კავშირები ყალიბდებოდა. ხოლო ჭრილობები, რომლებიც ჩვენმა ხალხებმა 1990-იან წლებში მიიღეს, ჯერ კიდევ ცოცხალია. რა გააკეთებს შემდეგი თაობა? ვნახოთ. მაგრამ ახლა სრული სტაგნაციაა. არც კარგი ხდება და არც ცუდი“, - აკვნის პოლიტოლოგი.
ჩანაცვლება - ფაქტები
მარატ კამბოლოვი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა 23 ივნისს. 9 მაისს, მოსკოვმა და ცხინვალმა ჯერ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“. მისი მთავარი პუნქტი იყო რუსეთის მოქალაქეებისთვის სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება.
8 ივნისს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად წარადგინა მანამდე ცხინვალთან ოფიციალურად დაუკავშირებელი მარატ კამბოლოვი, და 16-ში ეს გადაწყვეტილება ადგილობრივმა დეპუტატებმა დაამტკიცეს.
ერთი კვირის შემდეგ ალან გაგლოევი, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკად 2022 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ახლა იმუშავებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლად. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის ადგილი ავტომატურად გადავიდა პრემიერ-მინისტრზე.
გაგლოევმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში თქვა: „დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი სანუკვარი ოცნება ახდეს - დავძლიოთ დაყოფილი ხალხის ბედი და გავერთიანდეთ ჩრდილოეთ ოსეთთან, გავერთიანდეთ დიდ რუსეთთან“.
თუმცა რეალურად სწორედ გაგლოევი იყო, ვინც 2022 წლის გაზაფხულზე შეაჩერა რეფერენდუმი რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, მოსკოვთან კონსულტაციების აუცილებლობაზე მითითებით. „მედუზას“ წყაროების მიხედვით, კრემლში მაშინ მიიჩნიეს, რომ სამხრეთ ოსეთის „შეერთება“ აფხაზეთის გარეშე „ძალიან მცირე მასშტაბის“ იყო. ახლა კი, პოლიტტექნოლოგის შეფასებით, რუსეთის ხელმძღვანელობა კვლავ განიხილავს „მინი-სსრკ-ის პროექტს“.
კამბოლოვი 61 წლისაა. ის მუშაობდა რუსეთის მთავრობაში, იყო მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მრჩეველი, შემდეგ — განათლების მინისტრის მოადგილე. 2014 წლიდან ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები კურჩატოვის ინსტიტუტში, რომელიც ბირთვულ ფიზიკაზე მუშაობს. ამ ინსტიტუტის პრეზიდენტია მიხაილ კოვალჩუკი, ხოლო მისი ძმა, მილიარდერი იური კოვალჩუკი, ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია.
მას რუსეთის პრეზიდენტისგან მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: სამი ორდენი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ (უკანასკნელი ივნისის დასაწყისში გადაეცა) და მეგობრობის ორდენი.
სამხრეთ ოსეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე პირველი კვირა მან ძირითადად მოსკოვში გაატარა, სადაც შეხვდა რუსეთის სამშენებლო, შრომის, ეკონომიკური განვითარების სამინისტროების და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებს.
შემდეგ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, მან ჯერ რელიგიური წარმომადგენლები მიიღო, შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთთან საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტი დაათვალიერა, ასევე შეხვდა წინამორბედებს „სახელმწიფო ამოცანების უწყვეტობის“ საკითხზე და მოინახულა ვაშლის ბაღები, სადაც რუსეთიდან ჩამოსულ დელეგაციას ესაუბრა.
საქართველოს ხელისუფლებას კამბოლოვის დანიშვნაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მოსკოვისა და ცხინვალის შეთანხმება „ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასა. რუსეთი ამას უარყოფს — კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელობის ცვლილება და შესაძლო „შეერთება“ ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული.
ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ მიულოცა გაგლოევს პოსტი და მას „კარგი გადაწყვეტილება“ უწოდა, თუმცა ახალ ხელმძღვანელზე არ უსაუბრია.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·