მას 2025 წლის 2 თებერვლის საქმეზე ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
როგორც „მთავარი არხი“ იუწყება, მისი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 30 მაისს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი ესტონეთს, - 80-ზე მეტ თანამდებობის პირთან ერთად, - ჰყავს სანქცირებული.
- ლელა ცაგარეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე 2015 წელს დაიწყო, მოსამართლედ 2020 წელს განაწესეს, უვადოდ - 2023 წლიდან. მოსამართლის კარიერამდე 5 წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში მუშაობდა.
- ცაგარეიშვილმა განიხილა გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულების საქმეებიც, მათ შორის, დააჯარიმა გუკა რჩეულიშვილი და ბუკა პეტრიაშვილი.
- იგი ასევე განიხილავდა პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს.
დემონსტრანტების გარდა, პოლიცია აჯარიმებს ჟურნალისტებსაც, იმის მიუხედავად, რომ ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.
მაგალითად, OC Media-ს ფოტოგრაფი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე „გზის გადაკეტვისთვის“ უკვე ოთხჯერ არის დაჯარიმებული - ჯამში 20 000 ლარით.