ტელეკომპანია CBS Sports-ის ეთერში ლონდონის „არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და უსმან დემბელეზე ისაუბრა.
„როდესაც გყავს ორი გარემარბი, რომლებსაც მეტოქის განადგურება სხვადასხვა ხერხით შეუძლიათ, ეს ნებისმიერი დაცვისთვის ნამდვილი კოშმარია. ეს მალევე გამოჩნდა „ალიანც არენაზეც“ – მაშინ, როცა მატჩის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. კვარაცხელიამ მიიღო ბურთი და იდეალური პასი გაუკეთეა უსმან დემბელეს, რომელმაც მესამე წუთზე პსჟ დააწინაურა. ამ სწრაფმა გოლმა მოკლა ატმოსფერო და პრაქტიკულად მატჩის ბედიც გადაწყვიტა.
ამ ფეხბურთელს შორის კარგი ურთიერთგაგებაა. პირველ მატჩში ორივე მათგანმა დუბლი გაიფორმა, კვარას კი ზედიზედ რამდენიმე მატჩში საგოლე მოქმედებები აქვს. ეს სისწრაფე ფლანგებზე, როცა ერთი მათგანი მცველს აკავებს, მეორე კი თავისუფალ სივრცეს ითვისებს… ეს ნამდვილი სპექტაკლია. დემბელე მომენტებს ცივსისხლიანად იყენებს, კვარაცხელია კი თავისი ხედვითა და დრიბლინგით მეტოქის დაცვაში ქაოსს ქმნის“.
კვარაცხელიაზე გააკეთა კომენტარი ნახევარფინალის დასრულების შემდეგ სტივენ ჯერარდმაც.
“კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესო ვინგერია!”- ამბობს “ლივერპულის” ლეგენდა.
Post Views: 38

3 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·