რა მოხდა მატჩის შემდეგ და რა სასჯელი ემუქრება ფეხბურთის ფედერაციას უეფასგან?

1 month ago 32

საქართველო-სომხეთის დაპირისპირება გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, გულშემატკივართა ნაწილი სტადიონზე მასობრივად შეიჭრა და ზოგიერთი მათგანი, მეტოქე გუნდის ტრიბუნებთანაც მივიდა.

შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვიდეოში ისმის, როგორ სკანდირებენ ტრიბუნებზე დარჩენილი გულშემატკივრები – „სირცხვილი“-ას.

ამის გამო, უეფამ ფეხბურთის ფედერაცია შესაძლოა 30 000 ლარით დააჯარიმოს. ამასთან, არის საფრთხე, რომ ეროვნულ ნაკრებს 1 ან 2 საშინაო მატჩის ჩატარება ცარიელ ტრიბუნებზე მოუხდეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა უეფა მკაცრ ზომებს მომხდართან დაკავშირებით.

იხილეთ კადრები:

სრულად წაკითხვა