რა ნახეს არმსტრონგმა და ოლდრინმა მთვარეზე? – სიმართლე, რომელსაც ათწლეულებია გვიმალავდნენ

10 hours ago 2

იყო დრო, როდესაც ადამიანებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ჩვენი კოსმოსური მეზობელი, მთვარე ამდენ საიდუმლოს ინახავდა. უმრავლესობას ის უსიცოცხლო, კრატერებით დაფარული სფერო ეგონა. რეალურად კი, მის ზედაპირზე ამერიკელმა ასტრონავტებმა უძველესი ქალაქის ნანგრევები, იდუმალი მექანიზმები და უცხოპლანეტელების ბაზა აღმოაჩინეს.

რატომ მალავენ ინფორმაციას მთვარის შესახებ?

“აპოლო-11” – პირველი პილოტირებული მისია მთვარისაკენ, რომლის საბოლოო მიზანი მთვარეზე დაჯდომა იყო. ის ასევე იყო მეხუთე პილოტირებული მისია “აპოლოს” პროექტის ფარგლებში და მესამე მისია მთვარისკენ. გაშვებული იქნა 1969 წლის 19 ივლისს და მისი ეკიპაჟი იყო: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ “ბაზ” ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი). 20 ივლისს, არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დაადგეს სხვა ციურ სხეულზე – მთვარეზე. ამ მისიამ მიაღწია მიზანს, რომელიც პრეზიდენტმა კენედიმ გამოაცხადა 1961 წელს – ადამიანი დამჯდარიყო მთვარეზე და უკან დაბრუნებულიყო 60-იანი წლების ბოლომდე.

რა დაინახა პირველმა ადამიანმა მთვარეზე? – ამასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ მთვარეზე მყოფი არმსტრონგის და NASA-ს წარმომადგენლის დიალოგი, რომელიც ამერიკელმა რადიომოყვარულმა მოისმინა:

არმსტრონგი: “რა არის? ეს რა ჯანდაბაა?”

NASA: “რა ხდება? რამე გაფუჭდა?”

არმსტრონგი: “აქ დიდი ობიექტებია, სერ! უზარმაზარი! ო, ღმერთო! აქ სხვა კოსმოსური ხომალდებია! ისინი კრატერის მეორე მხარეს არიან. მთვარეზე არიან და ჩვენ გვაკვირდებიან!”

მოგვიანებით, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამერიკელებს მთვარეზე “აგრძნობინეს”, რომ ადგილი უკვე დაკავებული იყო და დედამიწელებს იქ არაფერი ესაქმებოდათ. თითქოსდა, უცხოპლანეტელების მხრიდან მტრული დამოკიდებულებაც კი გამოვლინდა.

NASA-მ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უარყო, მაგრამ ასტრონავტებმა სერნანმა და შმიტმა რეალურად დაინახეს უცნაური აფეთქება მთვარეზე მყოფ მოდულზე და ეს ინფორმაცია ორბიტაზე მყოფ ასტრონავტებს გადასცეს:

“დიახ, ანტენა აფეთქდა.”

“რაღაცამ გადაიფრინა მასზე, ვიდრე აფეთქება მოხდებოდა… ის ჯერ კიდევ…”

მეორე ასტრონავტი: “ღმერთო! ვფიქრობდი, რომ საერთოდ აგვაფეთქებდა ეს რაღაც. თქვენ მარტო შეხედეთ… ეს… მარტო შეხედეთ ამ რაღაცას!”

მთვარის ექსპედიციის შემდეგ, ამერიკელმა კონსტრუქტორმა ვერნერ ფონ ბრაუნმა აღნიშნა: “არსებობს არამიწიერი ძალა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და ამ თემაზე სხვას ვერაფერს გეტყვით, უფლება არ მაქვს.”

სავარაუდოდ, მთვარეზე მყოფებს არც თუ ისე კარგად შეხვდნენ დედამიწელი სტუმრები, რადგან კოსმოსური პროგრამა “აპოლონი” სასწრაფოდ დაიხურა. ორ სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იმდენად ცივი იყო, რომ მთვარის შესახებ, როგორც ამერიკამ, ისე სსრ კავშირმა ათწლეულების მანძილზე დაივიწყა იმ მოტივით, რომ იქ საინტერესო არაფერია.

რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ დიალოგებს ასტრონავტებსა და NASA-ს შორის – როგორც NASA-მ, ისე აშშ-ის ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უარყო. საამისოდ კი, სერიოზული მიზეზი ჰქონდათ:

1938 წლის 30 ოქტომბერს, რადიო CBS-ის ეთერში გავიდა დადგმა “სამყაროთა ომი” – ჰერბერტ უელსის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით. რადიომსმენელთა ნაწილმა, გადმოცემული რეპორტაჟი მარსელების შემოსევის შესახებ რეალობად მიიჩნია. მილიონობით ადამიანი პანიკაში ჩავარდა. ჩრდილოეთ ამერიკაში სატელეფონო ქსელები გადაიტვირთა, უამრავმა ადამიანმა ქალაქის დატოვება სცადა. გზებზე საცობები შეიქმნა და მთელი რეგიონი პარალიზებული აღმოჩნდა.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მთვარეზე უცხოპლანეტელების ბაზის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. როგორც გაირკვა, ამერიკის ხელისუფლებამ არამარტო ეს ფაქტი დამალა, არამედ ისიც, რომ მთვარეზე უძველესი ქალაქის ნანგრევები, უცნაური ობიექტები და მექანიზმები იქნა აღმოჩენილი.

გრანდიოზული შენობების ნანგრევები

2007 წლის 30 ოქტომბერს, NASA-ს ფოტოლაბორატორიის ყოფილმა უფროსმა კენ ჯონსტონმა და მწერალმა რიჩარდ ჰოგლანდმა ვაშინგტონში პრესკონფერენცია გამართეს. მათ განაცხადეს, რომ ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარეზე უძველესი ქალაქის ნანგრევები და არტეფაქტები აღმოაჩინეს. ეს მიუთითებდა იმაზე, რომ მთვარეზე, შორეულ წარსულში, მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა.

პრესკონფერენციაზე ნაჩვენები იყო მთვარის ზედაპირის ფოტოსურათები, რომლებზეც ხელოვნური წარმოშობის ობიექტების კვალი აშკარად ჩანდა.

როგორც ჯონსტონმა აღნიშნა, მთვარის პროგრამებისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, NASA იძულებული იყო გამოექვეყნებინა ფოტოსურათები. თუმცა, მათი რეტუშირება ხდებოდა – ფოტონეგატივიდან იშლებოდა ყველაფერი, რაც ეჭვს იწვევდა.

ჰოგლანდმა დასძინა: “როგორც NASA-მ, ისე საბჭოთა კოსმოსურმა პროგრამამ ცალ-ცალკე აღმოაჩინა, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ ამ სამყაროში… და მთვარეზე არსებობს ნანგრევები, კულტურული მემკვიდრეობა ცივილიზაციისა, რომელიც ჩვენზე ბევრად განვითარებული იყო.”

სენსაციური განცხადებების მიუხედავად, არც NASA-ს და არც ამერიკის ხელისუფლებას ამ თემაზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დაუშვებენ კი მთვარეზე ჩვენს არქეოლოგებს?

რიჩარდ ჰოგლანდის თქმით, მას ხელში “აპოლონ-10” და “აპოლონ-16”-ის ფოტომასალა ჩაუვარდა, რომლებზეც ჩანს მთვარის ქალაქი – ქუჩებით, შენობებით, ანძებით, ხიდებით და გამჭვირვალე გუმბათით, რომელიც აქა-იქ დაზიანებულია. მისი ინფორმაციით, მთვარის შენობები აგებულია მასალით, რომელიც გარეგნულად ბროლს ან მინაპლასტიკატს ჰგავს, მაგრამ სიმაგრით ფოლადზე ძლიერია. დედამიწაზე მსგავსი მასალა არ მოიპოვება.

ვინ ააშენა ეს ქალაქი? ვინ შექმნა გამჭვირვალე შენობები და ენერგო ობიექტები?

ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ მთვარეზე უცხო ცივილიზაცია ცხოვრობდა. სხვები კი ვარაუდობენ, რომ იქ ჩვენი დედამიწის უძველესი ცივილიზაცია სახლობდა, რომელიც ომმა ან კატასტროფამ გაანადგურა.

სრულად წაკითხვა