28 თებერვალს ახალმთვარეობაა. ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში წერს, თუ რას მოუტანს ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:
„ახალმთვარეობა თევზების ზოდიაქოს ნიშანში მე 10 გრადუსზე.(პიკი 28 თებერვალს, საქართველოს დროით 04:44 სთ- ზე.)
ეს ახალმთვარეობა არის მოახლოებული დაბნელებების წინა პერიოდის ერთგვარი სასტარტო ფაზა, რომელიც მიანიშნებს თითოეულის ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების აუცილებლობაზე.
ახალმთვარეობა ეს არის ორი მნათობის ერთ წერტილში მოქცევა.
იმუშავეთ თავდაჯერებულობაზე და თვითშეფასებაზე, რადგან წარუმატებლობის 90 % ნებისმიერ სფეროში, სწორედ აქედან იღებს სათავეს.
განსაკუთრებით ეფექტურია ვიზუალიზაციის პრაქტიკები (უფრო მეტს გაიგებ ომნიას სივრცის დახურულ ჯგუფში).
P.S.შეგახსენებთ, რომ ახლოვდება წლის კულმინაციური პერიოდი, მარტის თვე, რომელიც არ არის სასურველი სიახლეების დასაწყებად.
ახლა კი ვნახოთ, რას მოიტანს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ეს ახალმთვარეობა.
p.s. პროგნოზს მიაქციეთ ყურადღება ზოდიაქოს ნიშნის, ასცენდენტისა და მთვარის მდებარეობით.
ვერძი
მედიტაციური მდგომარეობა. ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. რაღაც ინფორმაციებს ფარდა ეხდება.
კურო
სოციალური თემების, ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის აქტუალიზაცია. მეგობრების თემას მიაქციეთ ყურადღება. ღონისძიებებზე თქვენს მიმართ ყურადღება მატულობს.
ტყუპები
კარიერულ ასპარეზზე, ასევე შესაძლოა სტატუსთან დაკავშირებით ცვლილებები. მეტი ყურადღება დაუთმეთ საბუთებსა და მეტად იყავით ორიენტირებული ერთ კონკრეტულ საქმეზე.
კირჩხიბი
ცვლიებები განათლების, უცხოეთის თემებთან დაკავშირებით. შესაძლოა მოგზაურობაც მოგიწიოთ. ეს ცვლილებები ეხება ნებისმიერ სფეროს როგორც პირად ასევე საქმიან კავშირებსაც.
ლომი
მემკვიდრეობასთან, კრედიტის თემასთან, დიდ ფინანსებთან, ღრმა ფსიქოლოგიურ თემებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია.
ქალწული
პარტნიორული საკითხების წინ წამოწევა, როგორც პირად-სასიყვარულო, ასევე საქმიანობასთან დაკავშირებული.
სასწორი
მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხს(შესაძლოა გამოჯანმრთელება). ან გარკვეული ყოფითიდა სამსახურებრივი საკითხების, ჩვევების ცვლა. შესაძლოა ახალი ოთხფეხა ბინადარიც.
მორიელი
ბავშვებთან დაკავშირებული თემის აქტუალიზაცია. შემოქმედებითი უნარები მეტად იჩენს თავს, ასევე რომანტიულ ვნებათაღელვაში მოექცევით.
მშვილდოსანი
სახლთან, ოჯახთან, უძრავ ქონებასთან, მშობლებთან დაკავშირებული თემების ეპიცენტრში ხართ, შესაძლოა ბიზნესის კუთხით, რემონტის სახით ან სულაც ახალი ბინადარი ოჯახში.
თხის რქა
კომუნიკაციებით დახუნძლული პერიოდი. შედეგები მეზობლებთან, ნათესავებთან, და-ძმებთან მოლაპარაკებებში ან დავების პროცესების დასრულება. მგზავრობები და სწავლის საკითხების აქტუალიზაცია.
მერწყული
ფინანსებთან დაკავშირებული თემა აქცენტირებულია. შესაძლოა მიიღოთ ფულადი ჯილდო, გამოჩნდეს ახალი ფინანსური წყაროები.
თევზები
ცვლილებები შესაძლოა ნებისმიერ სფეროს მოიცავდეს, დაწყებული ჯანმრთელობით, იმიჯით დასრულებული ზოგადად ურთიერთობების კუთხით. იყავით ყურადღებით ახალ შემოთავაზებებთან, მოეკიდეთ ყველა საკითხს რაციონალურად“, – წერს ქეთი ოდიშელი.