რეალი V სიტი, პსჟ V ბარსა - ჩემპიონთა ლიგაში დიდი მატჩები გველოდება

2 months ago 47
  • ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია
  • მატჩები 11-18 აპრილს გაიმართება

უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წინა ეტაპებისგან განსხვავებით, ამჯერად წილისყრაზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებდა, შესაძლებელი იყო ერთი ქვეყნის გუნდების დაწყვილებაც. ჩემპიონთა ლიგაში სულ ოთხ ქვეყანას დარჩა წარმომადგენელი - ესპანეთს (3), ინგლისს (2), გერმანიას (2) და საფრანგეთს (1).

ზოგადად, ამ ეტაპზე ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი, ამგვარად, რა გასაკვირია, რომ მეოთხედფინალში ძალიან მაგარი წყვილები შედგა. და მაინც, გამორჩეული იქნება მადრიდის რეალის და მანჩესტერ სიტის დაპირისპირება. ინტრიგა არც სხვა წყვილებს აკლია. მოკლედ, წინ სუპერმატჩებია!

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური წყვილები

🟠 არსენალი V ბაიერნი
🟠 ატლეტიკო V დორტმუნდი
🟠 რეალი V მანჩესტერ სიტი
🟠 პარი სენ-ჟერმენი V ბარსელონა

გარდა ამისა, დღესვე გაიმართა ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაც, შესაბამისად, უკვე ცნობილია ფინალამდე გუნდებს როგორი ბადის გავლა მოუწევთ.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პოტენციური წყვილები

🟠 ატლეტიკო/დორტმუნდი V პარი სენ-ჟერმენი/ბარსელონა
🟠 არსენალი/ბაიერნი V რეალი/მანჩესტერ სიტი

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 9-10 აპრილს, საპასუხო კი 16-17 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალური მატჩებისთვის უეფას 30 აპრილი/1 მაისი და 7/8 მაისი აქვს გამოყოფილი, ხოლო ფინალი 1 ივნისს, ლონდონში, "უემბლის" სტადიონზ ჩატარდება.

სრულად წაკითხვა