
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტი გაიმართა, რომელშიც 50-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
სამიტში ასევე მონაწილეობდნენ ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები. განხილვის მთავარი თემა უკრაინის ომი იყო, ლიდერებმა ისაუბრეს, აგრეთვე, უსაფრთხოებაზე, დემოკრატიაზე, მიგრაციაზე, ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე.
ღონისძიება სახალისო ვიდეოკოლაჟით გაიხსნა, რომელშიც სამიტის მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ხელოვნური ინტელექტით ბავშვებად გარდაქმნეს. თითოეულმა მათგანმა მშობლიურ ენაზე წარმოთქვა მისალმება.
როგორი ბავშვები იქნებოდნენ ევროპელი ლიდერები ხელოვნური ინტელექტის „აზრით“?